ახალი ამბები

მერია: წვიმის გამო განსაკუთრებულად არავინ დაზიანებულა

10 ივნისი, 2013 • 980
მერია: წვიმის გამო განსაკუთრებულად არავინ დაზიანებულა

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, წვიმის გამო საგანგებო სიტუაციების სამსახურში გამოძახებებმა შედარებით მოიმატა, თუმცა სერიოზული დაზიანება არ დაფიქსირებულა, რადგან წვიმა დიდი ხნის განმავლობაში არ გაგრძელებულა.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს მთელი დღის მანძილზე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +23 გრადუსი დაფიქსირდება, წვიმიანი ამინდი იქნება ხვალაც, ხოლო ოთხშაბათს, 12 ივნისს თბილისში გამოიდარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი