სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2013 წლის პირვლი კვარტლის მონაცემები დღეს გაასაჯაროვა. 2012 წლის პირველ კვარტალთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა 43 მილიონი ლარით შემცირდა, ხოლო მეოთხე კვარტალტან შედარებით 45 მილიონი დოლარით გაიზარდა.
2012 წლის I კვარტალში ამ მაჩვენებელმა 269 მლნ. აშშ დოლარი, II კვარტალში 219 მლნ. აშშ დოლარი, III კვარტალში 195 მლნ. აშშ დოლარი და IV კვარტალში 181 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
2013 წლის პირველ კვარტალში წარმოდგენილი სტატისტიკის თანახმად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით საქართველოში 46,3 მლნ დოლარი იაპონიიდან შემოვიდა. აზერბაიჯანიდან შემოსულმა ინვესტიციამ 38,4 მლნ დოლარი შეადგინა, ნიდერლანდებიდან- 34,9 მლნ დოლარი, გაერთანებული სამეფოდან- 18,3 მლნ დოლარი, ჩინეთიდან -12,5 მილიონი დოლარი. 10,2 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა ჩეხეთიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან- 9,1 მ ილიონი დოლარი, ხოლო 46,6 მილიონი დოლრის ინვესტიცია სხვა ქვეყნებიდან შემოვიდა.
რაც შეეხება სექტორებს, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განაწილდა: ინვესტიციების განთავსების კუთხით საფინანსო სექტორი ლიდერობს, ამ სფეროში შემოსული ინვესტიციების 29 პროცენტი განთავსდა; 18 პროცენტი ენერგეტიკაში, ხოლო 6 პროცენტი სამთომოპოვებით მრეწველობაში გადანაწილდა. ინვესტიციების 5–5 პროცენტი -ერგოტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორს და დამამუშავებელ მრეწველობაში. დანარჩენი კი სხვა სექტორებზე გადანაწილდა.
2013 წლის პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობით იაპონია ლიდერობს. ამ ქვეყნიდან ინვესტიციების საერთო მოცულობის 20 პროცენტი განხორციელდა. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი– განთავსებული ინვესტიციების 17 პროცენტით, მესამეზე ნიდერლანდები–15 პროცენტი, მეოთხეზე გაერთანებული სამეფო–8 პროცენტი, მეხუთეზე– ჩინეთი 6 პროცენტი, მეექვსეზე ჩეხეთი–5 პროცენტი. განთავსებული ინვესტიციების 29 პროცენტი სხვა ქვეყნებზე ნაწილდება.