ახალი ამბები

რუსთაველის გამრიზე “ნაციონალური მოძრაობის” აქცია მიმდინარეობს[ფოტო/ვიდეო]

15 ოქტომბერი, 2017 • 2961
რუსთაველის გამრიზე “ნაციონალური მოძრაობის” აქცია მიმდინარეობს[ფოტო/ვიდეო]

რუსთაველის გამზირზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქცია მიმდინარეობს”. პარტიის ლიდერები და მათი მხარდამჭერები თბილისის საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის ძალითაც მიწის ნავეთები თავისუფლების მოედანსა და თაბორის მთაზე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებს გადაეცათ. ამ წუთებში, შეკრებილები მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან. რუსთაველის გამზირზე მოძრაობა სრულად პარალიზებულია. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქცია. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქცია. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

10 ოქტომბერს , საკრებულოს დახურულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ასოცირებულ კომპანიებს “თბილისი სითისა” და “თაბორი რიზორთს” გადაეცათ 1900 მ2-ის ფართობის მიწის ნაკვეთი თავისუფლების მოედანზე და 4455 მ2-ის ფართობის მიწის ნაკვეთი თაბორის მთაზე.

თაბორზე არებული ნაკვეთის გადაცემას მხარი დაუჭირა საკრებულოს 31-მა წევრმა, 2-მა თავი შეიკავა, ხოლო ერთი წინააღმდეგ წავიდა. პუშკინის სკვერის მიმდებარე მიწის გადაცემას კი მხარი დაუჭირა 29 დეპუტატმა, ხოლო სამი წინააღმდეგ წავიდა. სხდომა საკრებულოს ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად დატოვა.

გადაწყვეტილება თვითმმართველობის წარმომადგემლობითმა ორგანომ შენობის გარეთ მიმდინარე აქციის ფონზე მიიღო, სადაც ოპოზიცია მიწების გადაცემის გადაწყვეტილებას აპროტესტებდა. პოლიციასთან დაპირისპირებისას 14 პირი დააკავეს, რომლებიც 11 ოქტომბერს გაათავისუფლეს. სასამართლო მათ მიმართ განაჩენს 17 ოქტომბერს გამოაცხადებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი