ახალი ამბები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შვიდი წევრის ვინაობა ცნობილია

10 ივნისი, 2013 • • 995
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შვიდი წევრის ვინაობა ცნობილია

მოსამართლეთა მეათე რიგგარეშე კონფერენციის მიერ 9 ივნისს ჩატარებული არჩევნების შედეგად რიგითი მოსამართლეებიდან უმაღლესი საბჭოს წევრები გახდნენ- 1. პაატა სილაგაძე -149 ხმა, 2. ლევან მურუსიძე -159, 3. თამარ ალანია -129 ხმა 4. ილონა თოდუა -153 ხმა. 


მათ გამოსავლენად მეორე ტურის გამართვა გახდა საჭირო. მეორე ტურში რიგითი მოსამართლეებიდან მხოლოდ 9 მოსამართლემ იყარა კენჭი, 11–მა პირველი ტურის მერე მოიხსნა კანდიდატურა


კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეებისთვის განკუთვნილი კვოტით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრბი გახდნენ: უზეანესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა მეიშვილი 168 ხმით, შოთა გეწაძე 132 ხმით, მერაბ გაბინაშვილი 168 ხმით.


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ასარჩევად მეორე ტური გახდა საჭირო. პირველმა ტურმა მხოლოს ერთი წევრი გამოავლინა და ის ზაზა მეიშვილია. 


პირველ ტურში რიგითი მოსამართლეებიდან წევრობისთვის თითოეულ კანდიდატს ხმების 2/3 სჭირდებოდა, რაც ვერც ერთმა მოსამართლემ ვერ დააგროვა. მეორე ტურში კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის მსურველ მოსამართლეს ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოეგროვებინა. 


რაც შეეხება კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეებისთვის განკუთვნილ კვოტას, პირველ ტურში მხოლოდ ზაზა მეიშვილმა დააგროვა ხმების 2/3 –ზე მეტი, 168 ხმა. დანარჩენი 2 კვოტისთვის კი მეორე ტური ჩატარდა. 


იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება 15 წევრისგან: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული 8 მოსამართლე, რომელთაგან შვიდი 2013 წლის 9 ივნისს აირჩიეს, ერთმა მოსამართლემ კი საბჭოში პოსტი შეინარჩუნა. დანარჩენ ექვს წევრს კი პარლამენტი უახლოეს მომავალში დაამტკიცებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი