ახალი ამბები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნების პირველი ტურის შედეგები

9 ივნისი, 2013 • • 1339
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნების პირველი ტურის შედეგები
პირველი ტურის შედეგების მიხედვით, რიგით მოსამართლეებს შორის ყველაზე მეტი ხმა დააგროვა ლევან მურუსიძემ, მან 135 ხმა მიიღო, 119 ხმა მიიღო ილონა თოდუამ, პაატა სილაგაძემ- 98, მაია ბაქრაძემ -71, დიანა ბერეკაშვილმა კი -70.

დანარჩენმა მოსამართლეებმა, რომლებმაც ზემოჩამოთვლ მოსამართლეებთან ერთად საბჭოში 4 ადგილი უნდა დაიკავონ, 50-ზე ნაკლები ხმა დააგროვეს. წევრობისთვის თითოეულ მათგანს პირველ ტურში ხმების 2/3 სჭირდებოდა, რაც ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. შესაბამისად, დღესვე უნდა გაიმართოს მეორე ტური და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის მსურველმა მოსამართლემ ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოაგროვოს.

რაც შეეხება კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეებისთვის განკუთვნილ კვოტას – 3 ადგილს, პირველი ტურის შედეგები უკვე დათვლილია. წარდგენილი 4 კანდიდატიდან ზაზა მეიშვილმა დააგროვა 168 ხმა, ლაშა კალანდაძემ- 95 ხმა, მერაბ გაბინაშვილმა -157, ხოლო შოთა გეწაძემ- 112.

 
 
ამ შედეგების მიხედვით საბჭოს წევრი გახდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა მეიშვილი, რომელმაც დააგროვა ხმების 2/3-ზე მეტი. დანარჩენი 2 ადგილის დასაკავებლად კი მეორე ტური უნდა გაიმართოს.
 
 
პალატებისა და თავმჯდომარეებისთვის განკუთვნილი დანარჩენი 2 ადგილის დასაკავებლად კანდიდატებისთვის მეორე ტურში საკმარისია ხმების 1/3.
 
 

მასალების გადაბეჭდვის წესი