მოსამართლეთა ნაწილი ითხოვდა, რომ კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეებს არ ესარგებლათ სამადგილიანი კვოტით, თუმცა მათ ინიციატივას მხარი 58-მა მოსამართლემ დაუჭირა, ცვლილების მისაღებად კი მათ 121 ხმა სჭირდებოდათ. მოსამართლეთა ნაწილი ასევე მოითხოვდა, რომ თუ კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეებს მიეცემოდათ უფლება ცალკე ქვოტით ეყარათ კენჭი, მათ უნდა მოეპოვბინათ ხმების 2/3 და მათთვის არ გამართულიყო მეორე ტური. რა დროსაც გასამარჯვებლად საკმარისია ხმების 1//3 – 60 ხმა. მოსამართლეთა ნაწილის ამ ინიციატივას მხოლოდ 65-მა მოსამართლემ დაუჭირა მხარი. ცვლილების მისაღებად კი ამ შემთხვევაშიც 121 ხმა იყო საჭირო.
მოსამართლეთა კონფერენციაზე ცოტა ხნის წინ მოსამართლეები კამათობენ საკითხზე, უნდა იყარონ თუ არა კენჭი ცალკე კვოტით კოლეგიების და პალატების თავმჯდომარეებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ადგილის დასაკავებლად.
მოსამართლეთა კონფერენციამ დღეს საბჭოს შვიდი წევრი უნდა აირჩიოს. აქედან სამი ადგილი აუცილებლად უნდა დაიკავოს კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეებმა, რომელთა რაოდენობა თერთმეტია. რაც შეეხება დანარჩენ 4 ადგილს, მის დასაკავებლად არჩეევნებში 230–ამდე მოსამართლემ უნდა იბრძოლოს.
მოსმართლე ნათია გუჯაბიძემ კონფერენციაზე განაცხადა, რომ კოლეგიებსა და პალატების თავმჯდომარეები რიგით მოსამართლეებისაგან სტატუსით არ განსხვავდებიან კანონით და მათ ცალკე კვოტა არ უნდა ჰქონდეთ და დანარჩენ 240–მდე რიგით მოსამართლესთან ერთად იბრძოლონ შვიდიდან ერთ–ერთი ადგილის დასაკავებლად.
გარდა ამისა, მოსამართლეთა ნაწილი უსამართლოდ მიიჩნევს შემდეგ საკითხს. კოლეგიების და პალატების თავმჯდომარეებს პირველ ტურში 240 ხმის 2/3–ის მოპოვება სჭირდებათ, ხოლო მეორე ტურში საკმარისია 1/3, ანუ 60 ხმა, მაშინ, როცა, თუ რიგითმა მოსამართლემ პირველ ტურში ვერ აიღო ხმების 2/3, მეორე ტურში გასამარჯვებლად ხმების ნახევარზე მეტი სჭირდება.
მოსამართლეთა ნაწილის პრეტენზიებს დარბაზშივე უპასუხეს სხვა მოსამართლეებმა. მოსამართლე გოჩა აბუსერიძის განცხდებით, კანონი ბუნდოვანი არ არის და მოსამართლეებს არ აყენებს უთანასწორო მდგომარეობაში.
“რაც შეეხება დისკრიმინაციის საკითხს კვოტებთან დაკავშირებით, თუ ვინმეს არ სურს პალატის და კოლეგიის თავმჯდომარის არჩევა იუსტციის უმაღლეს საბჭოში, არ მისცეს ხმა და ის არ იქნება არჩეული”– განაცხადა მან.
კიდევ ერთმა მოსამართლემ ვალერი ცერცვაძემ კი განაცხადა, რომ უსამართლობაა, როცა სასამართლოს თავმჯდომარეებს ეკრძალებათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა. თუმცა ამას ისინი ემორჩილებიან და მან კოლეგებს მოუწოდა, დაემორჩილონ კანონს.
მოსამართლეთა კონფერენციამ 157 ხმით რეგლამენტი უკვე დაამტკიცა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 9 ივნისს, სასტუმრო “რადისონში” საქართველოს მოსამართლეთა მეათე კონფერენცია ტარდება. დღის წესრიგის თანახმად მოსამართლებმა დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შვიდი წევრი უნდა აირჩიონ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევა ფარული კენჭისყრით მოხდება. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, რადგან აქამდე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ღია კენჭისყრით ირჩევდნენ. იუსტიციის 7 წევრი უნდა აირჩოს 240-მა მოქმედმა მოსამართლემ. პირველ ტურში გამარჯვებულთა გამოსავლენად ერთმა კანდიდატმა ხმების მინიმუმ 2/3 უნდა დააგროვოს. საჭიროების შემთხვევაში მეორე ტური გაიმართება.