ახალი ამბებიეკონომიკა

აზიური ფაროსანას მიერ გამოწვეული ზარალის დათვლის მოთხოვნით კანცელარიაში ხელმოწერები მიიტანეს

13 ოქტომბერი, 2017 • 3522
აზიური ფაროსანას მიერ გამოწვეული ზარალის დათვლის მოთხოვნით კანცელარიაში ხელმოწერები მიიტანეს

პარტია “ევროპულმა საქართველომ”  აზიური ფაროსანას მიერ გამოწვეული ზარალის დამთვლელი კომისიის შექმნის მოთხოვნით  სახელმწიფო კანცელარიაში ხელმოწერები შეიტანა. პარტის ინფორმაციით, კანცელარიაში 4 100 ხელმოწერა მიიტანეს.

2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას პარტიის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, ლელა ქებურიამ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს აზიური ფაროსანასგან მიყენებული ზარალის კომპენსაციაზე ჰკითხა.

“როდესაც გადაჭრით ეუბნებით მოსახლეობას, რომ კონპენსაცია არ იქნება. გაქვთ თუ არა წარმოადგენა, რა ციფრებზეა საუბარი. მაინტერესებს, დათვლილი გაქვთ თუ არა ზარალი, როდესაც ამბობთ რომ კონპენსაციას არ გავცემთ. იქნებ ზარალი ხუთი ლარია ან ხუთი მილიონი. მაინტერესებს, რა თანხაზე ეუბნებით მოსახლეობას უარს,”-განაცხადა ლელა ქებურიამ.

გიორგი კაკაურიძემ დეპუტატს უპასუხა, რომ კონპენსაციაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა და, შესაბამისად, ზარალი დათვლილი არ არის. მისი თქმით,  აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად 2018 წლის ბიუჯეტში 4 მილიონი ლარია გამოყოფილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი