ახალი ამბები

ვლადიმერ პუტინი განქორწინდა

8 ივნისი, 2013 • • 1649
ვლადიმერ  პუტინი განქორწინდა

პუტინის განცხადებით, მათმა შვილებმა მიიღეს განათლება და ისინი რუსეთში ცხოვრობენ:


“ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს. გადაწყვეტილება ერთობლივად მივიღეთ. ჩვენი ქორწინება დასრულებულია. ჩვენ პრაქტიკულად არ ვხვდებით”– განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. მის განცხადებას დაეთანხმა ლუდმილაც:

 

“ვუერთდები ვლადიმერ ვლადიმეროვიჩის სიტყვებს, ეს ნამდვილად იყო ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილება”

 

განქორწინების ერთ–ერთ მიზეზად უკვე ყოფილმა წყვილმა რუსეთი პრეზიდენტის საქმიანობა დაასახელა, რომელიც, მათი თქმით, მთლიანად საჯარო სივრცესთანაა მიბმული:

 

“ჩემი საქმიანობა აბსოლუტურად დაკავშირებულია საჯარო სივრცესთან. არიან ადამიანები, ვისაც ეს მოსწონს და ვისაც არ მოსწონს. მაგრამ ასევე არიან ადამიანები, ვინც საჯაროობას სრულიად ვერ ეგუება.”– განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. 

 

ლუდმილა პუტინის თქმით კი, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი მთლინად სამუშაოთა დატვირთული:

 

“ჩვენი შვილები გაიზარდნენ, მათ თავისი ცხოვრება აქვთ, მე ნამდვილად არ მიყვარს საჯარო ცხოვრება”–განაცხადა მან. 

 

წყვილი 1983 წელს დაქორწინდა და მათ ორი შვილი ჰყავთ. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი