ახალი ამბები

ნელსონ მანდელა ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს

8 ივნისი, 2013 • • 957
ნელსონ მანდელა ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს

ნელსონ მანდელა რამდენიმე დღის განმავლობაში იყო ავად, თუმცა ღამით მდგომარეობა გართულდა, რის შედეგადად ყოფილი პრეზიდენტი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

 

მას  ჯანმრთელობის პრობლემა არაეთხელ აწუხებდა და ეს უკვე ნელსონ მანდელას მეხუთე ვიზიტია ჰოსპიტალში  ბოლო ორი წლის მანძილზე. ბოლოს მან საავადმყოფო აპრილში დატოვა, სადაც 10 დღე გაატარა პნევმონიის გამო. ნელსონ მანდელა ამ ეტაპზე ფილტვიის ინფექციის გამო მოხვდა საავადმყოფოში,  ფილტვის ინფექციას იგი აქამდეც არაერთელ შეუწუხებია. 

 

ნელსონ მანდელა საავადმყოფში  საკუთარი სახლიდან გვიან ღამით გადაიყვანეს. BBC-ისთან ინტერვიუში პრესსპიკერმა განაცხადა, რომ მანდელას სპეციალურ სამედიცინო დახმარებას უწევენ. მისივე თქმით, ექიმები აკეთებენ ყველაფერს, რათა მან თავი კომფორტულად და უკეთესად იგრძნოს. მისი განცხადებითვე, ნელსონ მანდლასთან საავადმოფოში ოჯახის წევრიც იმყოფებოდა. 

 

ნელსონ მანდელამ მშვიდობის დარგში 1993 წელს ნობელის პრემიაც მიიღო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი