ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სამხრეთ ოსეთში “იეჰოვას მოწმეები” ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარეს

13 ოქტომბერი, 2017 • 3687
სამხრეთ ოსეთში “იეჰოვას მოწმეები” ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარეს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ ადგილობრივი გენერალური პროკურატურის სარჩელი დააკმაყოფილა და რელიგიური გაერთიანება “იეჰოვას მოწმეები” სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ექსტრემისტულ ორგანიზაციად მიიჩნია.

დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა ურუზმაგ ჯაგაევმა სასამართლოში სარჩელი 2017 წლის ივლისში წარადგინა. ამავე პერიოდში გაერთიანების წარმომადგენლებთან “ექსტრემისტული ლიტერატურის” ამოღების მიზნით ჩხრეკაც ჩატარდა.

“სასამართლომ საქმე წინა კვირას განიხილა. თუკი არ იქნება ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებული, ათი დღის ვადაში ძალაში შევა. მომავალში კი მსგავსი ორგანიზაციების რეესტრი იწარმოება. ვფიქრობ, ისინი ფარულად მაინც შეიკრიბებიან, თუმცა, მათი საქმიანობა შესაბამისი ორგანოების მიერ მაინც გაკონტროლდება”, – განუცხადა ოსურ მედიას ზალინა ლალიევამ, დე ფაქტო რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა.

 2017 წლის აპრილში “იეჰოვას მოწმეები” რუსეთის უზენაესმა სასამართლომაც ექსტრემისტულად ცნო და მისი ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი