ახალი ამბები

ქუთაისის მერი “ნაციონალების” ფრაქციის წევრებს შეხვდა

7 ივნისი, 2013 • • 963
ქუთაისის მერი “ნაციონალების” ფრაქციის წევრებს შეხვდა

შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო:

 

“ეს იყო მეგობრული შეხვედრა. მე ამ კვირაში სხვა ფრაქციებსაც შევხვდი და უბრალოდ ჩავთვალე, რომ აუცილებელი იყო ამათთან შეხვედრაც. ეს იყო გაცნობითი შეხვედრა. მე, როგორც მერი, ოფიციალურად ორშაბათიდან დავიწყებ მუშაობას და მაინტერესებს ყველას აზრი. ზოგადი საუბარი იყო, არაფერი ისეთი არ ყოფილა, უბრალოდ ქალაქის შესახებ,” – განაცხადა კოპალიანმა.

 

ფრაქცია “ნაციონალების” წევრის, გიორგი უკლებას თქმით, შეხვედრაზე საუბარი ქალაქის სტატუსზე და პროექტებზე იყო:

 

“ვფიქრობ, რომ ეს იყო ნაყოფიერი შეხვედრა. ძირითადად საუბარი იყო ქალაქის სტატუსზე, ანუ ქუთაისმა უნდა შეინარჩუნოს მეორე დედაქალაქის სტატუსი და პარლამენტი უნდა დარჩეს ქალაქში. ვფიქრობ, ამ მიმართულებით დაახლოვდა ჩვენი პოზიციები. ასევე ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, რომლებიც დაწყებულია ” ნაციონალური მოძრაობის” მიერ და რომელი პროექტებიც ბოლომდე უნდა მივიდეს. შეხვედრები კიდევ ბევრი გვექნება და ჩვენი პოზიციები დაახლოვდება.”

 

ქუთაისის საკრებულომ ქალაქის მერის პოსტზე დიმიტრი კოპალიანის დასანიშნად საკრებულოს თავმჯდომარეს, თამაზ მარგველაშვილს თანხმობა 5 ივნისს მისცა. კოპალიანი, როგორც თვითონ ამბობს, თანამდებობას ოფიციალურად ორშაბათს, 10 ივნისს დაიკავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი