ახალი ამბები

მიტროპოლიტი პეტრე: დღევანდელი სინოდის სხდომა ეკლესიისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია [ვიდეო]

11 ოქტომბერი, 2017 • 2633
მიტროპოლიტი პეტრე: დღევანდელი სინოდის სხდომა ეკლესიისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია [ვიდეო]

ჭყონდიდიდის მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას განცხადებით, დღეს ჩატარებული სინოდის სხდომა ეკლესიისთვის პოზიტიური და წინ გადადგმული ნაბიჯია. ამის შესახებ მან სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა ჟურნალისტებს.

“დღეს ჩატარებული წმინდა სინოდის სხდომა იყო წინ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯი საქართველოს ეკლესიისთვის,” – განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა.

როგორც პეტრე ცაავა ამბობს, სინოდის სხდომაზე მის შესახებაც იყო საუბარი. გარდა ამისა, ჭყონდიდის მიტროპოლიტის თქმით, ეკლესიის მაღალმა იერარქებმა ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს, თუმცა, რა გადაწყვეტილებები მიიღეს, ჯერჯერობით არ ვიცით.

მასალების გადაბეჭდვის წესი