ახალი ამბები

თბილისში 20 ქვეყნის წარმომადგენლები საქართველოს ევროინტეგრაციაზე მსჯელობენ

6 ივნისი, 2013 •
თბილისში 20 ქვეყნის წარმომადგენლები საქართველოს ევროინტეგრაციაზე მსჯელობენ

კონფერენცია – “გზა ევროპული ინტეგრაციისკენ – სამართალდამცავი უწყებების როლი” – მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს შს

ირაკლი ღარიბაშვილი და ფილიპ დიმიტროვი/ფოტო: შსს–ს პრესსამსახური
ირაკლი ღარიბაშვილი და ფილიპ დიმიტროვი/ფოტო: შსს–ს პრესსამსახური

მინსიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართევლოში ფილიპ დიმიტროვმა, ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თამარ ბერუჩაშვილმა.

 

„როგორც იცით, მიმდინარე წლის თებერვალში ჩვენ მივიღეთ ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა. დღევანდელი კონფერენცია დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი კონფერენცია, ვინაიდან ვიზა ლიბერალიზაციის გეგქმის ფარგლებში ჩვენს სამინისტროს თავისივე კომპეტენცის ფარგლებში ძალიან ბევრი რეფორმა აქვს გასატარებელი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მისივე ინფორმაციით, კონფერენციაზე მოწვეულია 20–მდე ქვეყნის წარმომადგენელი, რათა ქართულმა მხარემ მათ გააცნოს განხორციელებული რეფორმები და გაცვალოს ინფორმაცია აღნიშნულ ქვეყნებთან ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში არსებულ ვითარებაზე, როგორიცა ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ , არალეგალური მიგრაცია და ა.შ.

 

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს უდგას ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რათა სრულად განახორციელოს ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა.

 

“ბოლო წლებში საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ევროკავშირთან სასაზღვრო ბარიერების დაძლევაში. ვიზა ლიბერალიზაციის დიალოგი დაიწყო გასულ წელს საქართველოს მიერ ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მიღებით. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს მთავრობა შეძლებს შეასრულოს ეს ძალიან ამბიციური ამოცანა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ამ სამოქმედო გეგმის პირველი ფაზა უნდა დასრულეს ძალიან მოკლე ვადაში, რისი დიდი იმედიც ჩვენ გვაქვს. ამის შემდეგ ჩვენ ველოდებით შემდეგ ფაზას, რაც იქნება საკანონმდებლო ცვლილებების პრაქტიკაში განხორციელება. საბოლოოდ, ეს ყველაფერი ემსახურება ევროკავშირთან სავიზო მიმოსვლის გამარტივებას.  ამ კონფერენციის თემები ეხება იმას, აქვს თუ არა უნარი საქართველოს და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს დამტკიცდება, გადაკვეთოს ევროპის საზღვრები შეფერხებების გარეშე ორივე მხრიდან. ჩვენ მოწმენი ვართ ქართული მხარის შეუპოვრობით ამ მიმართულებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია რეადმისიის ხელშეკრულება, რაც არის კონკრეტული მღწევა ამ სფეროში“, – განაცხადა ფილიპ დიმიტროვმა.

 

კონფერენციის ძირითადი ნაწილი მედიისთვის დახურულია და ის ხვალ, 7 ივნისს დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი