2400-მდე მაგისტრობის მსურველმა A ტიპის ტესტი აირჩია, 1400-მდე აპლიკანტმა კი – B ტიპის. დაახლოებით ამდენივემ მონიშნა D ტიპის ტესტი. მაგისტრანტობის კანდიდატთა უმრავლესობა კი (3 500-მდე) გამოცდაზე E ტიპის ტესტს დაწერს. ყველაზე ცოტა, 800-მდე მონაწილე აბარებს C ტიპის ტესტს.
რუსულ ენაზე საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების სურვილი 120-მდე აპლიკანტმა გამოთქვა.
2013 წელს მაგისტრანტობის მსურველები ერთსა და იმავე საგამოცდო ტესტს აღარ ჩააბარებენ, მათთვის მიმართულებების მიხედვით შემუშავდა სხვადასხვა ტიპის ტესტური დავალებები.
საგამოცდო ტესტი ოთხი ნაწილისაგან შედგება: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.
ოთხი დავალებიდან სამის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, აპლიკანტს უფლება აქვს, სპეციალობის გამოცდა უშუალოდ უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბაროს და სწავლა მაგისტრატურაში გააგრძელოს.
საერთო სამაგისტრო გამოცდა 9-10 ივლისს ჩატარდება.








