ახალი ამბები

საქველმოქმედო კონცერტი 3 წლის ბავშვის გადასარჩენად

6 ივნისი, 2013 •
საქველმოქმედო კონცერტი 3 წლის ბავშვის გადასარჩენად

საქველმოქმედო ფონდი ჯანმრთელი  მომავალი 2013 წლის 16 ივნისს, 19.00 საათზე  კუს ტბაზე მართავს საქველმოქმედო კონცერტს, რომლისგან მიღებული შემოსავლები 3 წლის ბავშვის მკურნალობას მოხმარდება.

 

ბავშვს ექიმებმა ძვლის სიმსივნე (იუინგის სარკომა) დაუდგინეს და ესაჭიროება ხანგრძლივი მკურნალობა და ოპერაცია, რაც დაკავშირებულია დიდ თანხებთან, რომელიც ოჯახს არ გააჩნია.

 

საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობენ: თბილისი ბიგ ბენდი, მაია ბარათაშვილი, გიორგი სუხიტაშვილი, მარიკო ებრალიძე, თაკო გაჩეჩილაძე, ბორის ბედია, ალეკო ბერძენიშვილი, ზაურ შავგულიძე, მარი პავლიაშვილი, თორნიკე ბეროშვილი, ნინი ბედიაშვილი. ბილეთის ფასი – 15 ლარია.

 

დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:  5 93 69 02 04 ზვიად ვარდუკაძე; 5 97 595 595 გოგა ჭინჭარაძე.

 

თი ბი სი ბანკის ანგარიში:

GE43 TB74 8693 6080 1000 01

 

ინბოქსის ნომერი: 00 00 90

სატელეფონო ზარები: 0901700019

მასალების გადაბეჭდვის წესი