10:00 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. მის: ინგოროყვას 7
10:30 საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია (GASW) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) გამართავენ მრგვალი მაგიდის შეხვედრას თემაზე – სოციალური მუშაობის გამოწვევები საქართველოში. შეხვედრის მიზანია სოციალური მუშაობის პროფესიის განვითარების გამოწვევებზე, სოციალურ მუშაკთა შრომით გარემოსა და პირობებზე მსჯელობა და პროფესიის განვითარების ხედვის წარმოდგენა.
მისამართი:სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ”
საკონტაქტო პირი: ელენე ხარაზაშვილი, 577 29 10 03
11:00 პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა. ი. ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
13:00 პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა. პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
14:00 სასტუმრო „ბილტმორში“ დეველოპერული კომპანია „გრინ დეველოპმენტი“ ბაზარზე ობლიგაციების გამოტანასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დაესწრება.
14:00 “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე ფოთის თეატრში ფოთის მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს. საკონტაქტო პირი : ქეთი ჩქარეული 577 20 90 00
15:00 პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა. პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
17:00 პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა. პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი