ახალი ამბები

აქციის დროს დაკავებული პირების სასამართლო 6 და 7 ივნისს გაიმართება

5 ივნისი, 2013 • 1250
აქციის დროს დაკავებული პირების სასამართლო 6 და 7 ივნისს გაიმართება

“სამივე პირი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, ორი მათგანის სასამართლო ხვალ, სავარაუდოდ, დღის პირველ ნახევარში გაიმართება, ხოლო მესამე პირის სასამართლო ზეგ იქნება”, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

 

პროფკავშირების სახლთან, სადაც ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა, “კლუბ თავისუფალი ზონის” ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის სამი მონაწილე – ბესო კალაძე, ფარნაოზ ჭკადუა და დავით გოგოხია პოლიციამ დააკავა.

 

აქტივისტების დაკავების შესახებ ვიდეომასალა “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” გაავრცელა, სადაც აქციის მონაწილე აცხადებს, რომ პუტინს შეაგინა, პოლიციის თანამშრომელი კი ამბობს, რომ მან ქუჩაში საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია გინებით.

 

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის ნინო გიორგობიანის განცხადებით, ფარნავაზ ჭკადუა და დავით გოგოხია წვრილმანი ხულიგნობის ბრალებით დააკავეს. მისივე განცხადებით, გამოძიება დაიწყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი