ახალი ამბები

პრეზიდენტის სასახლეში უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა [VIDEO]

5 ივნისი, 2013 • 1014
პრეზიდენტის სასახლეში უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა [VIDEO]

სხდომის მთავარი განსახილველი საკითხები შიდა ქართლში ოკუპაციის ხაზის გადმოწევა და ოკუპირებულ და მიმდებარე ტერიტორიებზე შექმნილ ვითარება იყო. სხდომის წევრებმა ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

 

“მივესალმები იმ ფაქტს, რომ გარკვეული პაუზის შემდეგ, რომელიც განპირობებული იყო არჩევნებით და მთავრობის შეცვლით და სხვადასხვა პოლიტიკური რეალობით. ვფიქრობ, რომ ეს ფორმატი საშუალებას გვაძლევს ხელისუფლების ყველა შტოს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის წარმოდგენილი, ერთად დავსხდეთ და ვილაპარაკოთ საქართველოს წინაშე არსებულ მთავარ უსაფრთხოების გამომწვევებზე. 

 

დღევანდელი დღის წესრიგი განპირობებულია იმ პროვოკაციებით, რომელსაც რუსეთის ფედერაცია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ აწყობს. ასევე იმ თემებით, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის დამპყრობლის მცდელობებს, იაროს სხვადასხვა ქვეყნებში და მოიპოვოს აღიარება უკანონო, მისი ოკუპაციის, ე.წ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჩვენი ტერიტორიის განუყოფელი შემადგენელი ნაწილების ცნობას და ამაზე ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ. ამიტომ ჩვენ ასეთი შეკრებები მუდმვად უნდა გავაგრძელოთ. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი გამოცდილება დაგროვილი ამ თემებზე. ეს არის ის საკითხები, რომელიც ყველას თანაბრად გვაღელვებს. 

 

მე ასევე იმედს გამოვთქვამ იმიტომ, რომ უშიშროების საბჭოს მნიშვნელოვანი წევრია პრემიერ- მინისტრი და შემდეგ შეკრებებზე ისიც დაესწრება. დღეს ალბათ შს მინისტრი გააკეთებს ინფორმაციას ე.წ საზღვრის დადგენის მცდელობაზე მათ მხრიდან და სინამდვილეში უკანონო საოკუპაციო ზოლის რუსეთის ქმედებების გარშემო, ისევე როგორც ჩვენ გავცვლით აზრებს არაღიარების პოლიტიკის თაობაზე, ბოლო ვიზიტებზე, რომელიც მე განვახორციელე, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევძლოთ შემდგომშიც ამ პროცესის შეჩერება, როგორც აქამდეც ხერხდებოდა ეს,”-განაცხადა პრეზიდენტმა საბჭოს სხდომის დაწყებამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი