ახალი ამბები

ივანიშვილი: პრეზიდენტმა თავის “ვოიაჟებზე” განცხადება უნდა გააკეთოს

5 ივნისი, 2013 • 900
ივანიშვილი: პრეზიდენტმა თავის “ვოიაჟებზე” განცხადება უნდა გააკეთოს

“თუ რაღაც ისეთ “ვოიაჟებს” აკეთებს პრეზიდენტი, რომ ხალხისთვის დამალული უნდა იყოს, თუმცა არ ვიცი მე, ეს რა შემთხვევაში უნდა იყოს დამალული, ვერ წარმომიდგენია და ჩემი შეკითხვა, რაც მე დავუსვი და დღესაც დაუსვამენ უშიშროების საბჭოზე, შემიძლია აქაც გავიმეორო, რომ კეთილი ინებონ და მოახსენონ ხალხს, სად დადის პრეზიდენტი, რას აკეთებს, რა წარმატებებს მიაღწია და როგორ ზრუნავს ქვეყნისათვის. საკუთარ “ვოიაჟებს” რომ აკეთებს, ამის უფლება მას აქვს, მაგრამ ამისთვისაც საჭიროა განცხადება გააკეთოს, რომ ის მიდის შვებულებაში. აი, ამ შეკითხვებს დაუსვამენ დღეს საბჭოში”, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა დღეს, 5 ივნისს, სოციალ–დემოკრატების ყრილობაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ.

 

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” (IDFI) პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე საზღვარგარეთ პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტებისთვის 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 იანვრამდე დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მონაცემების თანახმად, პრეზიდენტმა ამ დროის განმავლობაში სულ 2 336 857,14 ლარი დახარჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი