ახალი ამბები

პრეზიდენტის სასახლეში უშიშროების საბჭოს წევრები მივიდნენ

5 ივნისი, 2013 • 966
პრეზიდენტის სასახლეში უშიშროების საბჭოს წევრები მივიდნენ

სასახლეში მივიდნენ: პარლამენტის თავმჯდომარე, ფინანსთა მინისტრი, შს მინისტრი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ქაროსანიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში. ამას გარდა, სასახლეში  ცოტა ხნის წინ მივიდა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძეც.

 

შეგახსენებთ, რომ უშიშროების საბჭოს სხდომა გუშინ მოიწვია პრეზიდენტმა. მასში მონაწილეობას არ იღებს პრემიერ-მინისტრი, ასევე, იმის გამო, რომ არ იმყოფებიან საქართველოში, სხდომაში ვერ მონაწილეობენ  თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრები.

მასალების გადაბეჭდვის წესი