ახალი ამბები

სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლედ ლადო ჭანტურია დაამტკიცეს

10 ოქტომბერი, 2017 • 3238
სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლედ ლადო ჭანტურია დაამტკიცეს

ადამაინის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის პოსტზე საპარლამენტო ასამბლეამ ლადო ჭანტურია აირჩია.  მოსამართლეების შესარჩევმა კომიტეტმა საპარლამენტო ასამბლეის წინაშე რეკომენდაცია ლადი ჭანტურიას გაუწია. საქართველოდან ამ პოსტზე სამი კანდიდატი იყო წარდგენილი – ლადო ჭანტურია, ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა.

საქართველოს მთავრობას მესამედ ჰქონდა გამოცხადებული კონკურსი სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად. პირველ ჯერზე სამკაციანი სიიდან (ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე და გიორგი ბადაშვილი) ექსპერტთა საბჭომ ერთი (ნანა მჭედლიძე) დაიწუნა, რომელიც ევა გოცირიძემ უკონკურსოდ ჩაანაცვლა.

მოგვიანებით, 2017 წლის 24 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა სამივე კანდიდატი (ალექსანდრე ბარამიძე, ევა გოცირიძე და გიორგი ბადაშვილი) ჩააგდო. 2017 წლის ივნისში საქართველოს მთავრობამ კონკურსის გზით შერჩეული კიდევ სამი ახალი კანდიდატი (ლადო ჭანტურია, სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე) წარადგინა. ამჯერად სტრასბურგში ექსპერტთა საბჭომ სამიდან ორი კანდიდატი (სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე) დაიწუნა. მესამედ გამოცდახებული კონკურსის შედეგად ისინი ლალი ფაფიაშვილისა და ოთარ სიჭინავას კანდიდატურებით ჩაანაცვლეს.

მესამედ გამოცხადებული კონკურსის დროს შესარჩევ კომისიაში პროტესტის ნიშნად არ მიიღეს მონაწილეობა “კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” წარომადგენელმა და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი