
აშშ-ის ელჩის განცხადებით, 9 ივნისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების არჩევით საქართველოს ეძლევა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, გააძლიეროს სასამართლო სისტემა და უზრუნველყოს მისი დამოუკიდებლობა როგორც გარედან – მთავრობის სხვა შტოებისაგან, ასევე შიგნით – საკუთარი ინსტიტუტების ფარგლებში.
“სასამართლო სისტემის ასეთი დამოუკიდებლობა ნებისმიერი დემოკრატიისათვის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია. ეს არჩევნები ქართული დემოკრატიისთვის რომ ნამდვილად პოზიტიური ნაბიჯი გახდეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არ მოხდეს არჩევნებში გარეშე თუ შიდა ძალების ჩარევა, ხოლო მოსამართლეებს ჰქონდეთ სრული დამოუკიდებლობა გადაწყვეტილების მიღებისას”.
შეგახსენებთ, რომ 9 ივნისს გაიმართება მოსამართლეთა კონფერენცია, რომელზეც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს აირჩევენ.
