ახალი ამბები

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე და დაგეგმილი ღონისძიებები

5 ივნისი, 2013 • 3727
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე და დაგეგმილი ღონისძიებები

აღნიშნული პრესკონფერენცია გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით გაიმართა, რომელშიც სხვადასვხა უწყებები იქნებიან ჩართული.

ხათუნა გოგალაძე
ხათუნა გოგალაძე

“ადამიანებს ძალიან დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ როგორც გარემოსდაცვითი პრობლემების შექმნის, ასევე, მათი მოგვარების და გადაჭრის თვალსაზრისითაც. ჩვენ უნდა მივხედოთ გარემოს, ეს ცნობიერება უნდა ჩამოყალიბდეს”, – განაცხადა ხათუნა გოგალაძემ.

გარემოსდაცვით ღონისძიებებში აქტიურად იქნება ჩართული კუკლტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო:

“რამდენიმე წლის წინათ თურქეთში, ერთ–ერთ ქალაქში დააჯილდოვეს მარტო მდგარი ხე, მის
გარშემო ადრე იყო განაშენიანებული ტყე, მაგრამ ერთადერთი ხე გადარჩა. დიდი ჯილდო მიართვეს, უზარმაზარი მედალი, რომელსაც ეწერა “ეს შენ ერთადერთს, გადარჩენილს ყინვას, გვალვას, ნაჯახს, ადამიანის უგუნურებას”, სწორედ ჩვენ, კულტურის სამინისტრომ და გარემოს დაცვის სამინისტრომ, მიზნად დავისახეთ, ასე დავეხმაროთ ჩვენს ბუნებას, თითოეულ ხეს”, – განაცხადა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ კულტურული ძეგლების მიმდებარე ტერიტორია დანაგვიანებულია ტურისტული თვალსაზრისით ქვეყანაზე ცუდად მოქმედებს.

გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს გაეროს განვითარების პროგრამაც:

“გაეროს განვითარების პროგრამა წარმოადგენს ძალიან კარგ პარტნიორს გარემოს დაცვის სფეროში, ჩვენ ხელს ვუწყობთ ამ სფეროს განვითარებას

გურამ ოდიშარია
გურამ ოდიშარია

საქართველოში, დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ძალიან დიდი როლი გვაქვს თითოეულ ჩვენგანს. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა პროექტები, მათ შორის ცნობიერების ამაღლების კუთხით, კლიმატის ცვლილებების, აგრეთვე, ნარჩენების მართვის კუთხით. ამ კამპანიის ფარგლებში ჩვენი ვცდილობთ ხელი შევუწყოთ აღნიშნული სფეროს განვითარებას საქართველოში”, – განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ ინიტა პაულოვიჩამ.

დღის მანძილზე დაგეგმილი ღონისძიებეიბს ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:

12:30 – სადემონსტრაციო პროექტის “ენერგოეფექტური ღონისძიებები თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლისთვის”

13:30 – ბუნების ისტორიის კოლექციის გამოფენა – საქართველოს ეროვნული მუზეუმი

15:00 – გარემოს დაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტოს, კავშირი მდგრადი განვითარებისთვის “ეკოხედვა/Eco Vision”, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასა (GIZ) და ნორვეგიის გარემოს დაცვის საზოგადოების წარმომადგენლებს შორის მემორანდუმის ხელმოწერა.

16:00 – გარემოს დაცვის თემაზე ესსეების კონკურსში გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალი.

5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1972 წლის 15 დეკემბერს გამოაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი