ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ–საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამტრედიის რაიონის სოფელ მიწაბოგირაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მიხელი გ. და მასთან ერთად მყოფი მირიან ლ. დააკავეს. მირიან ლ-ს პირადი ჩხრეკისას – 14 აბი, მიხეილ გ-ს პირადი ჩხრეკისას 3 აბი და 2 ნატეხი, ხოლო მისი სახლის ჩხრეკისას 30 აბი ნარკოტიკული საშუალება ”ბუპრენორფინის” შემცველი პრეპარატი ”სუბოქსინი” ამოიღეს.
დანაშაულში ბრალდებული მესამე პირი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებების შედეგად ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე დააკავეს. შავლეგ ფ–ს პირადიჩხრეკისას 50 აბი ნარკოტიკული საშუალება ”სუბოქსინი” ამოიღეს.
გამოძიება მირიან ლ-ს მიმართ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე (სსსკ-ის 260-ე მუხლისმე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით), ხოლო შავლეგ ფ-სა და მიხეილ გ-ს მიმართ დიდი ოდენობითნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით)მიმდინარეობს.