ახალი ამბები

ივანიშვილი: არ მჯერა, რომ რუსეთის სტრატეგია არის მეზობელი ქვეყნების ოკუპაცია

5 ივნისი, 2013 • 1590
ივანიშვილი: არ მჯერა, რომ რუსეთის სტრატეგია არის მეზობელი ქვეყნების ოკუპაცია

“მე არ მგონია და ვერ ვიჯერებ, რომ რუსეთის სტრატეგია არის მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების დაპყრობა და ოკუპაცია, მე ამის არ მჯერა. რაც მოხდა და განვითარდა, ამის ანალიზს ახლა არ დავიწყებ. ძალიან ბევრი გაუგებრობა იყო ორივე მხრიდან. და ეს არ არის თანხვედრაში რუსეთის სტრატეგიასთან. მე არავითარი ქვე და დამატებითი კავშირები არ მაქვს რუსეთთან. მხოლოდ ანალიზი შემიძლია და საკმაოდ კარგი ანალიზი შემიძლია. მე ამის პრეტენზია მაქვს. აბა, ვნახოთ, ნუ ავჩქარდებით. ეს არ არის თანხვედრაში ჩემს ანალიზთან, რაც ეხლა მოხდა და რაც ვითარდება, მაგრამ ამით გლობალურ დასკვნებს ნუ გავაკეთებთ. ყველაფერი დიალექტიკაში უნდა განვიხილოთ, ყველაფერი იცვლება და რუსეთი ვერ დარჩება უცვლელი,”- განაცხადა ივანიშვილმა გადაცემა “რეზიუმესთან” ინტერვიუში. 

 

ივანიშვილის თქმითვე, რუსეთის საკითხზე ის ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებსაც ესაუბრა, თუმცა მათ, პრემიერის თქმით, არ გაიზიარეს მისი ოპტიმიზმი.

 

“გუშინ ევროპარლამენტარებთან შეხვედრის დროს უფრო დავალაგე და მეტი ვისაუბრე რუსეთზე. მათ ჩემი ოპტიმიზმი არ გაიზიარეს და ძალიან სკეპტიკურად არიან განწყობილნი. რაც შეეხება ჩვენს სტრატეგიას, ის იქნება უცვლელი. ეს არ არის ჩემი მოგონილი ან სააკაშვილის, რომელიც ამას იბრალებს. ეს არის ხალხის ნება და ვაჟა-ფშაველადან მოყოლებული ჩვენ ევროპასთან გაერთიანებაზე ვოცნობობდით,” -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი