ახალი ამბებიეკონომიკა

“ოცნების” შემწირველი კომპანიები და მათთან დაკავშირებული ფიზიკური პირები

6 ოქტომბერი, 2017 • 3484
“ოცნების” შემწირველი კომპანიები და მათთან დაკავშირებული ფიზიკური პირები

2017 წლის სექტემბერში მმართველმა პარტიამ მთლიანი შემოწირულობების 35% კერძო კომპანიებიდან მიიღო. აღნიშნულ პერიოდში ქართულ ოცნებას 20-მა კომპანიამ 1 მილიონ 398 ათას 760 ლარი შესწირა.

ამის გარდა, აღნიშნული კომპანიების დამფუძნებლებმა ან დირექტორებმა დამატებით გაიღეს თანხები მმართველი პარტიის დასახმარებლად, რამაც, ჯამში, 180 ათასი ლარი შეადგინა.

ქვემოთ მოცემულ ინფოგრაფიკაში შეგიძლიათ იხილოთ ქართული ოცნების შემწირველი ოცივე კომპანიის შესახებ ინფორმაცია და თითოეული მათგანის მიერ გაღებული შემოწირულობის მოცულობა. ასევე, შეიტყობთ ინფორმაციას, თუ რომელ კომპანიებთან დაკავშირებულმა ფიზიკურმა პირებმა რა რაოდენობის შემოწირულობა გაიღეს:

Infogram

როგორც ირკვევა, ქართულმა ოცნებამ 2017 წლის სექტემბერში კომპანიებიდან ყველაზე მეტი თანხა შპს “მეეკისგან” მიიღო, კერძოდ, ამ კომპანიამ პარტიას 120 ათასი ლარი გადაურიცხა, ხოლო მისმა დამფუძნებლებმა – ნორაირ და მარტუნ მკოიანებმა 40-40 ათასი ლარი, ანუ, ჯამში – 200 ათასი ლარი.

GEORGIAN TRAVEL GROUP-მა “ქართულ ოცნებას” 100 ათასი ლარი გადაურიცხა, ხოლო მისმა დამფუძნებელმა და დირექტორმა – 60 ათასი ლარი, ანუ, ჯამში, შემოწირულობამ შეადგინა 160 ათასი ლარი.

შპს “LION”-ისგან ქართულმა ოცნებამ 120 ათასი ლარი მიიღო, ხოლო მისმა დირექტორმა ვაჟა ლეკიშვილმა პარტიას დამატებით 40 ათასი ლარი გადაურიცხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი