ახალი ამბები

კბილაშვილი: გეგუთში პატიმარი უბედური შემთხვევის გამო არ გარდაცვლილა

4 ივნისი, 2013 • 1033
კბილაშვილი: გეგუთში პატიმარი უბედური შემთხვევის გამო არ გარდაცვლილა

როგორც მან დღეს, 4 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ საქმეზე ინტენსიური გამოძიება მინდინარეობს. კბილაშვილის თქმით, უკვე გამორიცხულია კორტავას საქმეზე თავდაპირველად გავრცელებული ვერსია, რომლის მიხედვითაც  პატიმარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა:

 

“ვინ ჩაიდინა დანაშაული – სწორედ ეს არის გამოძიების საგანი”, – განაცხადა მან და დასძინა, რომ გამოძიება დაადგენს, პატიმარმა ჩაიდინა დანაშაული თუ ციხის თანამშრომელმა.

 2013 წლის 23 მაისს, 12:00 საათზე მსჯავრდებული ლ.კ გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს გეგუთის #14–ე დაწესებულებაში იხდიდა.  პატიმრის გარდაცვალების თაობაზე 23 მაისს სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ მომხდარი ფაქტის მიზეზი იყო პატიმრის კიბიდან დაგორება. მოგვიანებით სამინისტრომ ტექსტი შეცვალა და აღნიშნა, რომ პატიმარმა დაზიანებები მიიღო ციხეში მომხდარი კონფლიქტის დროს.

 

პატიმრის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გეგუთის #14 დაწესებულების უფროსს უფლებამოსილება შეჩერებული აქვს.

 

სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს და ამის შემდეგ გაირკვევა იმ კონკრეტული პირების ვინაობა, ვისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი