“ძალიან კარგი დღე იყო, შეხვედრები კი, როგორც ყოველთვის, კონსტრუქციული. როგორც იცით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი შედგება რამდენიმე კვირაში. საბჭოს სურს ჩამოვიდეს და იხილოს კოაბიტაცია, სურს ნახოს, რომ საზოგადოების ყველა მხარე თანხმდება იმ მთავარ ელემენტებზე, რაც გასაკეთებელია. კმაყოფილი ვარ იმით, რაც შეხვედრებზე მოვისმინე. გამოითქვა გარკვეული შეშფოთებები 17 მაისის მოვლენებთან, ასევე ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით. მოვისმინე მთავრობისგან და პრემიერისგან განცხადებები იმის შესახებ, რომ სასამართლო პროცესები პოლიტიკური დევნისაგან თავისუფალი იქნება. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ არ უნდა იყოს პოლიტიკური დევნის აღქმაც კი, რადგან ის საქართველოს ზიანს მოუტანს. ბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭო დაადასტურებს თავის ერთგულებას საქართველოს ევრო–ატლანტიკური მისწრაფებებისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რომელიც თავისთავად არაღიარების პოლიტიკასაც მოიცავს. დარწმუნებული ვარ, ისინი დაგმობენ საოკუპაციო ზოლის გადმოწევას ცხინვალის რეგიონში. როგორც ამას შეერთებული შტატები და ევროკავშირი მიიჩნევს, არის არაკანონიერი”, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
მასალა მომზადებულია ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ის მიერ მომზადებული თარგმანით.