ახალი ამბები

ჯალაღანია: აფხაზეთთან საფოსტო კავშირის ხელშეკრულების დადებით რუსეთი არაკანონიერად მოიქცა

3 ივნისი, 2013 • • 1022
ჯალაღანია:  აფხაზეთთან საფოსტო კავშირის ხელშეკრულების დადებით რუსეთი არაკანონიერად მოიქცა

ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ განაცხადა: 

 

“რუსეთის მხრიდან მცდელობა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისთვის მიენიჭებინათ საფოსტო კოდები, მუდმივად დგას საგარეო საქმეთა სამინისტროს დღის წესრიგში, პარტნიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის ფარგლებში. საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის, საერთაშორისო საფოსტო კავშირის და იკაოს აღქმა  არის, რომ ეს არის უკანონო. როგორც ჩანს, დე ფაქტოდ მოქმედებს. იქ არიან რუსული ოპერატორები, თუმცა საერთაშორისო არენაზე ეს მიჩნეულია, როგორც არალეგალური. მათ მიერ არ ხდება ასეთი საფოსტო გზავნილების მიღება და დამუშავება და შეძლებისდაგვარად ცდილობენ, რომ რუსული კოდით მათი მიღება არ მოხდეს”.


ჯალაღანიას განცახადებით, ამ საკითხზე დიალოგი საერთაშორისო ორგანიზაციებთან მომავალშიც გაგრძელდება. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი