ახალი ამბები

კალაძე: მაინტერესებს, რატომ უნდა დავჯდე ელისაშვილთან დებატებში

3 ოქტომბერი, 2017 • 2640
კალაძე: მაინტერესებს, რატომ უნდა დავჯდე ელისაშვილთან დებატებში

თბილისის მერობის კანდიდატმა მმართველი გუნდიდან, კახა კალაძემ მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის გამოწვევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არ ესმის, რატომ უნდა გამართოს დებატები ელისაშვილთან და არა სხვა კანდიდატებთან.

“ეს არის წმინდა წყლის პოპულისტური განცხადება მისი მხრიდან. უბრალოდ, მაინტერესებს, ალეკო ელისაშვილთან რატომ უნდა დავჯდე დებატებში. არის შვიდი ოპოზიციური კანდიდატი მერობის, რომლებიც ჩართული არიან საარჩევნო პროცესში და რატომ უნდა დავჯდე ელისაშვილთან სადებატოდ, ან რატომ არ უნდა დავჯდე, მაგალითად, კახა კუკავასთან ან თუნდაც გუავასთან, არ მესმის. არსებობს ფორმატი, რომლის შემოთავაზებაც გაკეთებული აქვთ ტელევიზიებს და, შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას ამ დებატებში, არც ერთ დებატს არ გავქცევივართ,”-  განაცხადა კახა კალაძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

ალეკო ელისაშვილმა დღეს, 3 ოქტომბერს განაცხადა, რომ ყოველგვარი შუამავლების გარეშე მიმართავს ქართული ოცნების შტაბს და კალაძეს პირდაპირ, ღია, საჯარო დებატებში იწვევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი