ახალი ამბები

ალეკო ელისაშვილი კახა კალაძეს დებატებში იწვევს

3 ოქტომბერი, 2017 • 2285
ალეკო ელისაშვილი კახა კალაძეს დებატებში იწვევს

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი კახა კალაძეს დებატებში იწვევს. როგორც ელისაშვილი აცხადებს, ის მზადაა, მმართველი გუნდის კანდიდატთან დებატებში მიიღოს მონაწილეობა ნებისმიერ ტელეარხსა და ფორმატში:

“ბოლო პერიოდის განმავლობაში, ჩვენ სხვადასხვა ტელევიზიიდან გვიკავშირდებოდნენ პროდიუსერები, რედაქტორები. მათი პირველი კითხვა იყო, მზად ვიყავი თუ არა “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატთან მიმეღო დებატებში მონაწილეობა. ყოველ ჯერზე ჩვენ ვადასტურებდით მზაობას. თუმცა, არ ვიცი, რატომ, მაგრამ იშლებოდა ხოლმე.

შესაბამისად, მე გადავწყვიტე ყოველგვარი შუამავლების, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე მივმართო ქართული ოცნების შტაბს, მივმართო ჩემს კონკურენტს ქართული ოცნებიდან კახი კალაძეს. მე მას ვიწვევ პირდაპირ, ღია, საჯარო დებატებში ნებისმიერ დროს, ნებისმიერ არხზე, ნებისმიერ ფორმატში. მე ვარ მზად, რომ დავჯდე მასთან დებატებში, რადგან მე მიმაჩნია, თბილისის მოსახლეობა იმსახურებს იმას, რომ კანდიდატები არა მუშტი-კრივზე, არამედ ესაუბრებოდეს იმაზე, თუ რას ვუპირებთ ჩვენ ამ ქალაქს” – ამბობს ელისაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი