ახალი ამბები

რიშარდ ჩჟარნეცკი: გვაინტერესებს, როგორია ოფიციალური თბილისის პოზიცია რუსეთის მიმართ

3 ივნისი, 2013 • 988
რიშარდ ჩჟარნეცკი: გვაინტერესებს, როგორია ოფიციალური თბილისის პოზიცია რუსეთის მიმართ

შეხვედრის დაწყებმადე მედიისთვის კომენტარი გააკეთა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა:

 

“ჩვენ გუშინ ვიყავით საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში, გავესაუბრეთ მოსახლეობას და მდგომარეობა არის ნამდვილად სავალალო. გვინდა მათდამი ერთგვარი მხარდაჭერა გამოვხატოთ საქართველოს მხრიდან და მათი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით მივაწოდოთ ევროპარლამენტის წევრებს, რომელთა მოსაზრებაც ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ვისაუბრებთ, დაკავშირებულია პერსონალური ინფორმაციის დაცვასთან, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის წინაშეც დგას ხელისუფლება და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტის წევრების ჩართულობა მოხდეს ამ პროცესში,” – განაცხადა გიგაურმა. მისივე თქმით, ასევე, საუბარი შეეხება ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს სასამართლო სისტემაში, საარჩევნო და მედიის საკითხებს.

 

ევროპარლამენტის წევრი პოლონეთიდან, ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმისტთა ჯგუფის (ECR) წარმომადგენელი რიშარდ ჩჟარნეცკი აცხადებს, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანააა:

 

რიშარდ ჩჟარნეცკი
რიშარდ ჩჟარნეცკი

“ევროპის პარლამენტის სპეციალური დელეგაცია განიხილავს ყველა მნიშვნელოვან საკითხს როგორც პრეზიდენტთან, ისე ქვეყნის პრემიერთან. პირველ რიგში, ჩვენ გვაინტერესებს, როგორია ოფიციალური თბილისის პოზიცია რუსეთის მიმართ. ასევე, სხვა საკითხები, რომელიც მნიშვნელოვანია ევროპული მხარისთვის”, – განაცხადა ჩჟარნეცკიმ.

 

მისი თქმით, ევროპარლამენტის დელეგაციის წარმომადგენლების თბილისში ვიზიტის მიზანია, პირველ რიგში, მოისმინონ ქართული მხარის პოზიცია და თავად ნაკლებად გააკეთონ შეფასებები და განცხადებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი