ოფიციალურ შეხვედრებს ისინი ხვალ და ზეგ გამართავენ. ხვალ, 4 ივნისს, თბილისში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარესთან, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიასთან, უშიშროების საბჭოს მდივანთან და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბროლაძესთან.
5 ივნისს ჩეხეთის დელეგაციის წევრები გაემგზავრებიან გორში, სადაც შეხვდებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს, ადგილზე გაეცნობიან საოკუპაციო ზოლთან არსებულ ვითარებას, ჩავლენ სოფელ სკრაში, გორში მონახულებენ მეხუთე ქვეით ბრიგადას და სამხედრო აკადემიას.
დელეგაცია თბილისს 6 ივნისს დატოვებს.