ახალი ამბები

დეზირი: დავაკვირდებით “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ირგვლივ საკანონმდებლო პროცესს

3 ოქტომბერი, 2017 • 2145
დეზირი: დავაკვირდებით “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ირგვლივ საკანონმდებლო პროცესს

მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელმა, ჰარლემ დეზირმა პარლამენტის ვიცესპიკერთან, თამარ ჩუგოშვილთან შეხვედრისას “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” დაკავშირებულ საკანონმდებლო პროცესზეც ისაუბრა:

“რა თქმა უნდა, მაუწყებლის შესახებ კანონზეც ვისაუბრეთ და მოვლენებზეც, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტში განვითარდა. ჩვენ ვთვლით, რომ გამჭვირვალობის გარანტია და სარედაქციო დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია. ასევე, სამეურვეო საბჭოს როლია ამ ინსტიტუციაში მნიშვნელოვანი. ჩვენ დავაკვირდებით საკანონმდებლო პროცესს, ჩვენ ასევე დავაკვირდებით “რუსთავი 2”- ის საკითხს.

რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს რეგულაციები სატელევიზიო სისტემისთვის საქართველოში, ჩვენ გვაქვს შეთავაზებები და ახლა საქართველოს მთავრობაზეა ჯერი, გადაწყვეტილება მიიღოს. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი ოფისი აქაა, რომ დაეხმაროს საქართველოს”,- განაცხადა მან.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” დაკავშირებით მათი პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა:

“საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით რეფორმის აუცილებლობას ხედავს ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი. ხედავს იმის საჭიროებას, რომ ეს მაუწყებელი უფრო მიმზიდველი იყოს და უფრო მეტი ნაწილი ჩვენი საზოგადოების ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუყებლიდან იღებდეს. და ასევე, მაუწყებლის დამოუკიდებლობა, რაც ასევე ჩვენი საერთო ინტერესია,”- განაცხადა ჩუგოშვილმა.

გადაცემების ნაწილის შესყიდვების კანონის გვერდის ავლით შეძენა, სტარტაპების დაფინანსება, კომერციული რეკლამის ზრდა, მენეჯმენტის ფუნქციების გაზრდა და სამეურვეო საბჭოს ფუნქციების შესუსტება – ესაა ის მთავარი ცვლილებები, რომლებსაც მაუწყებლის შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს. ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი