ახალი ამბები

საგარეო საქმეთა სამინისტროს თურქეთში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო პეტიციით მიმართავენ

3 ივნისი, 2013 •
საგარეო საქმეთა სამინისტროს თურქეთში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო პეტიციით მიმართავენ

“ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, საგარეო  საქმეთა სამინისტროსგან მოვითხოვთ, დაიბაროს საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი და მკაცრად დაგმოს თურქეთის ხელისუფლების ქმედებები  უკანასკნელ დღეებში იქ ადამიანის უფლებების მასიურად შელახვის გამო.

 

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს  ხელისუფლებისგან მოვითხოვთ გამოიყენოს ყველა დიპლომატიური ხერხი თურქეთის ხელისუფლების დასარწმუნებლად – სასწრაფოდ შეწყვიტოს აკრძალული ხერხებით მშვიდობიანი მშვიდობიანი თურქი მოქალაქეების დარბევა.

 

მართალია თურქეთში პოლიციის მხრიდან ჭარბი ძალადობა სიახლეს არ წარმოადგენს, მაგრამ მშვიდობიან ადამიანებზე მასიური თავდასხმა მაინც განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. სულ მცირე, ორი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე დაბრმავდა და ათასობით დაშავდა პოლიციის მიერ გაზის კაფსულების სროლის შედეგად. პოლიცია გაზს ესვრის არა მხოლოდ მათ, ვინც პოლიციის წინააღმდეგ ქვებს იყენებს, არამედ მიზანმიმმართულად  ესხმის იმ ოფისებსა და ბინებს, რომლებიც დარბეულ მომიტინგეებს კარს უღებენ და თავშესაფარს სთავაზობენ. პოლიციამ მხუთავი გაზი გამოიყენა დახურულ სივრცეებში და რაც ყველაზე ნათლად აჩვენებს თურქეთის ხელისუფლების არადემოკრატიულ სულისკვეთებას – გაზის კაფსულები ისროლა ტაქსიმის მოედანზე მდებარე სასწრაფო დახმარების კლინიკის შესასვლელთან, იქ სადაც დარბეულ მომიტინგეებს დახმარებას უწევდნენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქეთში დაბლოკია ფეისბუქი, ხოლო საერთაშორისო მედია არასათანადოდ აშუქებს მიმდინარე მოვლენებს. არსებობს გონივრული ეჭვი, რომ  ძალადობის მსხვერპლთა რიცხვი კიდევ გაიზრდება და საერთაშორისო თანამეგობრობას არ მიეცემა მოვლენათა მონიტორინგის სათანადო შესაძლებლობა.

 

ეს ყველაფერი მტკივნეულად მოგვაგონებს 2011 წლის 26 მაისს თავისუფლების მოედანზე განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს. ამ დროს ქართველმა საპოლიციო ძალებმა განგებ დაკეტა მომიგინტეებისთვის გ ყველა გასასვლელი ქუჩა და უმწეო ადამიანებზე დაუნდობლად იძალადა. ქართველმა ხალხმა 2012 წლის ოქტომბერში უარი თქვა იმ პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერაზე, რომელმაც ამგვარ ძალადობას მიმართა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ.

 

საქართველოს მოქალაქეები ვერც მაშინ დავრჩებით ჩუმად, როდესაც ჩვენი მეგობარი და მეზობელი ქვეყნის ხელისუფლება დაუნდობლად ძალადობს მათზე, ვინც სტამბულის ცენტრში დარჩენილი ერთადერთი მწვანე პარკის მშვიდობიანად დაცვას ცდილობს და  მწვანე აქტივისტებს მარგინალ ექსტრემისტებად აცხადებს!”

 

პეტიციას ხელი შეგიძლიამ ამ მისამრთზე მოაწეროთ.

 

შეგასენებთ, რომ 31 მაისს სტამბოლში დაწყებული პროტესტი მასობრივ ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ დემონსტრაციად ჩამოყალიბდა. თავდაპირველად, დემონსტრანტები “”Gezi Park”–ში შეიკრიბნენ, რათა წინააღმდეგობა გაეწიათ საკამათო პროექტისთვის, რომელიც ტაქსიმის მოედანის ირგვლივ ტერიტორიის  განტვირთვას გულისხმობს და  ხეების ძირფესვიანად ამოთხრას ითვალისწინებს.  ასევე დაგეგმილი სავაჭრო ცენტრის და შესაძლოა მუზეუმის მშენებლობა.  პრემიერ–მინისტრ ერდოღანის ოპონენტები აცხადებენ, რომ პარკი ერთ–ერთი მწვანე ნაწილია იმ მცირე რაოდენობის გამწვანებისა, რაც ცენტარლურ სტამბოლში შემორჩა.

 

პროტესტის ესკალირება მას შემდეგ მოხდა, რაც დემონსტრანტების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. თუცა გუშინ წყლის ჭავლთან, ცრემლსადენ გაზთან და წიწაკის პულივიზატორთან 36 საათიანი ბრძოლის შემდეგ თურქეთის პოლიციამ სტამბოლში ტაქსიმის მოედნიდან უკან დაიხია და ათასობით დემონსტრანტს სივრცის დაკავების საშუალება მისცა.

 

კვირა დღის ღამე და დღის პირველი ნახევარი, მხოლოდ ვიწრო პროტესტებით გამოირჩეოდა, თუმცა, საღამოს, BBC– ი იუწყება, რომ პროტესტი კვლავ დაბრუნდა ანკარისა და სტამბოლის ქუჩებში. სტამბოლში ასეულობით ადამიანია შეკრებილი ცენტრალურ მოედანზე და დროშებს აფრიალებენ მშვიდობიანად, თუმცა ანკარაში პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გაუშვა

მასალების გადაბეჭდვის წესი