ახალი ამბები

თურქეთის საელჩოსთან სოლიდარობის ნიშნად გამართული აქცია მიმართვით დასრულდა [ფოტო/ვიდეო]

2 ივნისი, 2013 • • 1393
თურქეთის საელჩოსთან სოლიდარობის ნიშნად გამართული აქცია მიმართვით დასრულდა [ფოტო/ვიდეო]

“საჯარო სივრცის კომერციალიზაცია ნეოლიბერალური ურბანული პოლიტიკის მთავარი შემადგენელი ნაწილია, რასაც ჩვენს ქალაქებშიც მრავლად ვხვდებით. ამის საწინააღმდეგოდ გამოსულ მოქალაქეებს კი სასტიკად უსწორდებიან სოლიდარობა სტამბულელ პროტესტანტებს  და პროტესტი გამოვუცხადოთ თურქეთის ფაშისტურ მთავრობას”– ნათქვამია “ფეიბუქში” გავრცელებულ ინფორმაციაში, სადაც აქცია დაიგეგმა. 

 

 

აქციის ერთ–ერთი მონაწილე სოსო ჭაუჭიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ აქციის მიზნის ორ ჭრილში დანახვაა შესაძლებელი. მისი თქმით, ვიწრო კონტექსტში ეს არის აქცია ძალადობის წინააღმდეგ, რომელსაც ადგილი ჰქონდა თურქეთში:

 

“ეს იყო რაღაც გაუგონარი ძალადობა, პოლიციის, სახელმწიფო რეპრესიული აპარატის მხრიდან მშვიდობიან მანიფესტანტებზე, რომლებიც იყვნენ კომერციალიზაციის, ნეოლიბერალიზაციის, საჯარო სივრცის გასხვისების წინააღმდეგი. ფართო კონტექსტში ეს არის სოციალურ წინააღმდეგობაზე სახელმწიფოს რეპრესიული რეაქცია, რომელიც გამოწვეული 2003 წლიდან დღემდე, მემარჯვენე რეჟიმით, რომელიც თურეთშია გამეფებული. მხოლოდ კონსერვატორებსა და რადიკალ მემარჯვენეებს შორის აქვს არჩევანი თურქეთის მოსახლეობას. ფართო ჭრილში ეს შეგვიძლია დავინახოთ, როგორც კაპიტალისტური ექსპანსიის კიდევ ერთ–ერთი მანიფესტირება, რომელიც ამ შემთხვევაში სტამბოლში მოხდა ამ შემთხვევაში პოლიციის მხრიდან ძალადობით”– განაცხადა მამ.

 

აქციის მონაწილეები დღის ორ საათზე შეიკრიბნენ და საელჩოსთან ერთ საათს გაჩერდნენ. აქციის ბოლოს  მათ იქვე მოიფიქრეს მიმართვა, რომელიც როგორც თურქეთის მოქალაქეებს ისე ყველას მიმართაა გზავნილი.  

 

 

შეგასენებთ, რომ 31 მაისს სტამბოლში დაწყებული პროტესტი მასობრივ ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ დემონსტრაციად ჩამოყალიბდა. თავდაპირველად, დემონსტრანტები “”Gezi Park”–ში შეიკრიბნენ, რათა წინააღმდეგობა გაეწიათ საკამათო პროექტისთვის, რომელიც ტაქსიმის მოედანის ირგვლივ ტერიტორიის  განტვირთვას გულისხმობს და  ხეების ძირფესვიანად ამოთხრას ითვალისწინებს.  ასევე დაგეგმილი სავაჭრო ცენტრის და შესაძლოა მუზეუმის მშენებლობა.  პრემიერ–მინისტრ ერდოღანის ოპონენტები აცხადებენ, რომ პარკი ერთ–ერთი მწვანე ნაწილია იმ მცირე რაოდენობის გამწვანებისა, რაც ცენტარლურ სტამბოლში შემორჩა.

 

პროტესტის ესკალირება მას შემდეგ მოხდა, რაც დემონსტრანტების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. თუცა გუშინ წყლის ჭავლთან, ცრემლსადენ გაზთან და წიწაკის პულივიზატორთან 36 საათიანი ბრძოლის შემდეგ თურქეთის პოლიციამ სტამბოლში ტაქსიმის მოედნიდან უკან დაიხია და ათასობით დემონსტრანტს სივრცის დაკავების საშუალება მისცა.

 

კვირა დღის ღამე და დღის პირველი ნახევარი, მხოლოდ ვიწრო პროტესტებით გამოირჩეოდა, თუმცა, საღამოს, BBC– ი იუწყება, რომ პროტესტი კვლავ დაბრუნდა ანკარისა და სტამბოლის ქუჩებში. სტამბოლში ასეულობით ადამიანია შეკრებილი ცენტრალურ მოედანზე და დროშებს აფრიალებენ მშვიდობიანად, თუმცა ანკარაში პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გაუშვა

აქცია თურქეთის საელჩოსთან
აქცია თურქეთის საელჩოსთან

აქცია თურქეთის საელჩოსთან
აქცია თურქეთის საელჩოსთან

აქცია თურქეთის საელჩოსთან
აქცია თურქეთის საელჩოსთან

აქცია თურქეთის საელჩოსთან
აქცია თურქეთის საელჩოსთან

აქცია თურქეთის საელჩოსთან
აქცია თურქეთის საელჩოსთან

აქცია თურქეთის საელჩოსთან
აქცია თურქეთის საელჩოსთან

აქცია თურქეთის საელჩოსთან
აქცია თურქეთის საელჩოსთან

აქცია თურქეთის საელჩოსთან
აქცია თურქეთის საელჩოსთან

მასალების გადაბეჭდვის წესი