ახალი ამბები

2 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სოფელ დიცში მოსახლეობას შეხვდებიან

2 ივნისი, 2013 •
2 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სოფელ დიცში მოსახლეობას შეხვდებიან

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გააპროტესტებენ ცხინვალის რეგიონის კონფლიქტური ზონის მიმდებარე სოფლებში განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, მოქალაქეების გატაცების ფაქტებსა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.

 

“საქართველოს მთავრობამ უფრო ეფექტური ნაბიჯები უნდა გადადგას იმისთვის, რომ  რუსეთმა შეაჩეროს თავისის ქმედებები, ასევე  მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა. მათაც უფრო აქტიური  ქმედებები უნდა გადადგან ამ მიმართულებით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ დავფიქრდეთ პროტესტის ფორმებზე. მე მგონია, რომ მაშინ, როცა რუსეთს ჩვენი ტერიტორიის 20 % აქვს ოკუპირებული, ამას არ აჩერებს და კიდევ ეს ყველაფერი გრძელდება, მგონია, რომ უნდა დავფიქრდეთ, თუ რამდენად მიზანშეწონილია საქართველო მონაწილეობა მიიღოს სოჭის ოლიმპიურ თამაშებში. ამაზე უნდა დაიწყოს დისკუსია. მგონია, რომ, როდესაც აი ასეთი დამოკიდებულება გვაქვს რუსეთის მხრიდან ჩვენი მონაწილეობა ოლიმპიურ ტამაშებში მიზანშეწონინლი არ იქნება”.– განაცხაადა  საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა “რუსთავი 2″–თან საუბარში. 

 

შეგახსენებთ 27 მაისის შემდეგ, რუსეთის საოკუპაციო ჯარის მავთულხლართების დამონტაჟება დაიწყო საოკუპაციო ზოლთან,  სამონტაჟო სამუშაოები ამ დროისთვისაც გრძელდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი