ახალი ამბები

ტურიზმის ადმინისტრაცია: წელს, 9 თვეში საქართველოს 6 მილიონამდე საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია

3 ოქტომბერი, 2017 • 1564
ტურიზმის ადმინისტრაცია: წელს, 9 თვეში საქართველოს 6 მილიონამდე საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია

ტურიზმის ეორვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2017 წლის სექტემბერში საქართველოს 763 729 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც 20.9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

რაც შეეხება 2017 წლის ცხრა თვის მონაცემებს, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 5 822 835 შეადგინა, რაც ადმინისტრაციის ინფორმაციით, წინა წლის მაჩვენებელს 19.2%-ით აღემატება.

„აღსანიშნავია ევროკავშირიდან გაზრდილი ტურისტების რაოდენობა. სექტემბერში გაერთიანებული სამეფოდან 41%-იანი მატება გვქონდა, საფრანგეთიდან 35%-იანი, გერმანიიდან 30%-იანი, პოლონეთიდან კი, 25%-იანი,“- განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი