ახალი ამბები

კახა კალაძის გამოსამშვიდობებელი მატჩი [ფოტო]

1 ივნისი, 2013 • • 4888
კახა კალაძის გამოსამშვიდობებელი მატჩი [ფოტო]

კახა კალაძის გამოსამშვიდებელი მატჩის გამო თბილისში სპეციალურად ჩამოვიდნენ მილაანის ყოფილი და ამჟამინდელი ფეხბურთელები. 

 

მატჩში მონაწილეობდნენ:

 

მილანი: ვ.ფიორი, დ.სიმიკი, რუი კოსტა, ზ.ბობანი, ა. შევჩენკო, ს.როსი, ფლამინი, ჯ. ზამბროტა, გიუნი, ფ. ინძაგი, პ.მალდნი, სერჟინიო, რ.ჟუნიორი, მ. ამბროსინი, ვიერი, პანკარო, მ. ოდო, ა. კარბონე, იბოუ ბა, ა, ჯილარდინო. მწვრთნელი: ლანჩელოტი.

 

კალაძის მეგობრების შემადგენლობა: ზ. სტურუა, მ.შელია, დ. მუჯირი, ს.რებროვი, კ. კალაძე, ლ. კობიაშვილი, ლ. ცქიტიშვილი, შ. არველაძე, გ. ქინქლაძე, მ ასათიანი, უ. დავალა, ფ. კანავარო, ა. არველაძე, ა. იაშვილი, ა. ცვეიბა, ა. ჰუსინი, ჰ. სუკური, გ. დემეტრაძე. მწვრთნელები: ა. ჩივაძე, ფათი ტერიმი.

 

ფეხბურთის გარდა, სტადიონზე მისულებს ბერას სიმღერების მოსმენის შესაძლებლობაც ჰქონდათ, სწორედ მისი გამოსვლის შემდეგ დაიწყო შეხვედრა.  გარდა კონცერტისა, მატჩი სხვადასხვა ღონისძიებებითაც გამოირჩეოდა. 

 

ფეხბურთის გულშემატკივრებმა დინამოს სტადიონზე შესვლა რვა საათზე დაიწყეს და გულშემატკივრების ნაკადი 9 საათის- მატჩის დაწყების შემდეგაც არ შეწყვეტილა. 

 

მოძრაობა წინამძღვრიშვილისა და თამარ მეფის ქუჩების გადაკვეთიდან სტადიონამდე გადაკეტილი იყო. ავტომობილებს მოძრაობა გვერდითი ქუჩებით შეეძლოთ.

 

კახი კალაძემ, საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და ამჟამად ენერგეტიკის მინისტრმა, საფეხბურთო კარიერა 2011 წლის 11 დეკემბერს დაასრულა. იგი თბილისის დინამოს, კიევის დინამოსა და მილანის “მილანის” საფეხბურთო კლუბებში თამაშობდა. 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ კალაძე ენერგეტიკის მინისტრია. 

 

ფოტო: კახა კალაძის პრესსამსახური 

 

ფოტო: კახა კალაძის პრესსამსახური
ფოტო: კახა კალაძის პრესსამსახური

ფოტო: კახა კალაძის პრესსამსახური
ფოტო: კახა კალაძის პრესსამსახური

ფოტო: კახა კალაძის პრესსამსახური
ფოტო: კახა კალაძის პრესსამსახური

ფოტო: კახა კალაძის პრესსამსახური
ფოტო: კახა კალაძის პრესსამსახური

ფოტო: კახა კალაძის პრესსამსახური
ფოტო: კახა კალაძის პრესსამსახური

ფოტო: კახა კალაძის პრესსამსახური
ფოტო: კახა კალაძის პრესსამსახური

ფოტო: კახა კალაძის პრესსამსახური
ფოტო: კახა კალაძის პრესსამსახური

ფოტო: კახა კალაძის პრესსამსახური
ფოტო: კახა კალაძის პრესსამსახური

ფოტო: კახა კალაძის პრესსამსახური
ფოტო: კახა კალაძის პრესსამსახური

ფოტო: კახა კალაძის პრესსამსახური
ფოტო: კახა კალაძის პრესსამსახური

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი