ახალი ამბები

2 ივნისს მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით აქცია გაიმართება

1 ივნისი, 2013 •
2 ივნისს მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით აქცია გაიმართება

აქციის ორგანიზატორების განცხადბით: 

 

1. მათი მიზანია, პიროვნული თავისუფლების დაცვა და არა მარიხუანას პოპულარიზაცია. 

2. მარიხუანას მოხმარება შეიძლება არ არის სასურველი, მაგრამ 21–ე საუკუნეში მისი მოხმარების გამო სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების დევნა ცივილიზებული საზოგადოებისთვის მიუღებელია. 

3.საჭიროა მოხდეს ნარკოტიკების კატეგორიზაცია – მარიხუანა უნდა გამოეყოს იმ ნარკოტიკებს, რომელთა მოხმარებისთვისაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი დევნა და მოხდეს მისი მოხმარების დეკრიმინალიზაცია. მარიხუანას მოხმარებისთვის გონივრული ოდენობის ადმინისტრაციული ჯარიმა დაწესდეს მხოლოდ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოხმარების გამო.

 

სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” შექმნილ ღონისძიებაზე,  აქციაზე მისვლის მსურველთათვის განთავსებულია რეკომენდაციებიც: 

 

“აქციის თითოეულ მონაწილეს გთხოვთ დაიცვათ საქართველოში მოქმედი სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები და თავი შეიკავოთ მოქმედებებისგან, რომლებიც შესაძლებელია განხილული იქნას მარიხუანას მოხმარების პოპულარიზაციად.  სასურველია ჩაიცვათ მწვანე ფერის ტანსაცმელი, გქონდეთ მწვანე დეტალი სამოსში ან მწვანე ფერის ნივთი ან აქსესუარი.  გთხოვთ დაამზადოთ და აქციაზე მოიტანოთ პლაკატები და ტრანსპარანტები, რომლებზეც ასახული იქნება ჩვენი აქციის მოთხოვნები.  4:20 საათზე მოხდება დროის ათვლა და ყველანი ერთად სიმბოლურად გავუშვებთ ქაღალდის თვითმფრინავებს. თვითმფრინავები შეგიძლიათ დაამზადოთ თავად და მოიტანოთ ან გამოიყენოთ ფოტოზე გამოსახული ფლაერები, რომლებიც დაგირიგდებათ ადგილზე.”– აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

აქცია  სახელწოდებით ” მე მხარს ვუჭერ მარიხუანას დეკრიმინალიზაციას” ხვალ, 2 ივნისს, 4 საათზე დაიწყება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი