ახალი ამბები

წერეთლი: მერაბიშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მეტი ინფორმაციის მიღების საშუალება ჭირდება

1 ივნისი, 2013 • • 947
წერეთლი: მერაბიშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მეტი ინფორმაციის მიღების საშუალება ჭირდება

“შეხვედრა იყო უჩვეულო და არცთუ სასიამოვნო გარემოში, მოქმედ პარტიის მდივანთან ამგვარ პირობებში საუბარი ბუნებრივია განსხვავებული ფორმატია. ის თავს კარგდ გრძნობს, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები არ აქვს. ის პირობები რაც დღეს შეიძლება იყოს საპატიმრო დაწესებულებაში ზოგადად სტანდარტის მიხედვით, მე რაც ვნახე და დავათვალლიერე არის და, თვითონაც არ გამოუთქვამს ამასთან დაკავშირები რაიმე პრეტენზია. საყოფაცხოვრებლო პირობები მაქვს მხედველობაში, ერთადერთი მას ჭირდება უფრო მეტი ინფორმაციის მიღების საშუალება. დღეს კანონმდებლობა ითვალისწინებს დამატებით საშუალებებსაც და ამის თაობაზე შეიძლება გვქონდეს ცალკე საუბარი სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელობასთან”–განაცხადა წერეთელმა. 

 

მისისვე თქმით, ვანო მერაბიშვილის დაკავებამდე სქემაში, რომლითაც მუშაობდა ნაციონალური მოძრაობა ყოფილი პრემიერ–მინისტრი იყო ერთ–ერთი  საპრემიერო კანდიდატიც და შემდგომში საპრეზიდენტო კანდიდატი.

 

“ეს საკითხი ჯერ–ჯერობით გადაწყვეტილი არ არის და მან თქვა, რომ მისი გადაწყვეტილება იქნება აბსოლუტურად  თანხვედრაში პარტიის მოსაზრებასთან” – განაცხადა წერეთელმა.  

 

შეგახსენებთ, რომ 30 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურ მდივან ვანო მერაბიშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა მეორედ  შეუფარდა. მანამდე მერაბიშვილს 22 მაისს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ შეუფარდა 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა.  მერაბიშვილს  წინასწარი პატიმრობა დასაქმების პროგრამის განხორციელების ფარგლებში ამომრჩეველთა მოსყიდვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოყენების გამოც შეეფარდა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი