ახალი ამბები

ივანიშვილი: ჩვენი უპირველესი მიზანია რეალურად გავაუმჯობესოთ მოსახლეობის ცხოვრების დონე

1 ივნისი, 2013 • • 939
ივანიშვილი: ჩვენი უპირველესი მიზანია რეალურად გავაუმჯობესოთ მოსახლეობის ცხოვრების დონე

“როგორც იცით საქართველო ამჟამად განვითარების მთავარ პერიოდს გადის. გასულ წელს ჩვენს ქვეყანაში პირველად შეიცვალა ხელისუფლება არჩევნების გზით და ეს გარდამტეხი ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიის მშენებლობის პროცესში. ჩვენი მთავრობა დღეს დიდი გამოწვევის წინაშე დგას და  ჩვენ გვაქვს ისტორიული შანსი თვისობრივად შევცვალოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი. ჩვენ გავაგრძელებთ ყველა იმ რეფორმას, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის, თუმცა ჩვენი  უპირველესი მიზანია რეალურად გავაუმჯობესოთ მოსახლეობის ცხოვრების დონე. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ვაქცევთ სოფლის მეურნეობაში ჯერ კიდევ აუთვისებელი პოტენციალის გამოყენებას, ვინაიდან ამ სექტორში ჩვენი მოსახლეობის  50%–ზე მეტია დასაქმებლი.  ყოველმხრივ შევუწყობთ ხელს კონკურენციის წახალისებას და ჯანსაღი ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას. ჩვენი ბიუჯეტი წინა წლებთან შედარებით გაცილებით სოციალურად ორიენტირებულია, თუმცა ამავე დროს  ვაგრძელებთ საინვესტიციო პროექტების განხორციელებას და თანმიმდევრულ, ფისკალურ კონსოლიდაციას” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

 

ყოვეელწლიურ შეხვედრას ბიძინა ივანიშვილთან ერთად ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ესწრებიან. 

მასალების გადაბეჭდვის წესი