ახალი ამბები

თურქეთში საპროტესტო აქციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა [ფოტო]

1 ივნისი, 2013 • • 907
თურქეთში საპროტესტო აქციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა [ფოტო]

პროტესტი  ტაქსიმის მოედანზე  “Gezi Park”–ის რეკონსტრუქციის გამო დაიწყო და ძალადობრივი სახე მას შემდეგ მიიღო, როცა პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა პროტესტერების წინააღმდეგ. 

 

ცრემლსადენი გაზი, შაბათ დილითაც გამოიყენეს, როდესაც ასეულობით დემონსტრანტი ბოსფორის ხიდისკენ მსვლელობას აწყობდა. 

 

BBC-ის კორესპონდენტის განცხადებით, ტაქსიმის ცენტრალური რაიონი და მისი მიმდებარე ტერიტორია, კვლავ კორდონებითაა შემოსაზღვრული და ხიდები ჩაკეტილია მოძრაობისთვის. 

 

ხელისუფლების განცხადებით,  ათეულობით ადამიანი მოხვდა ჰოსპიტალში და 60 მოქალაქე დააკავეს, გუშინდელი შეტაკებების შედეგად, რომელიც გვიან ღამემდე გაგრძელდა. 

 

ანკარაში სოლიდარობის აქციაც გაიმართა, სადაც მონაწილეები სკანდირებდნენ ” ყველგან წინააღმდეგობაა, ყველგან ტაქსიმია!”

 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეშფოთება გამოხატა აქციებისადმი თურქეთის მოპყრობის გამო, ხოლო “Amnesty International”-მა დაგმო პოლიციის ტაქტიკა.

 

შეგახსენებთ, დემონსტრანტები “”Gezi Park”–ში შეიკრიბნენ, რათა წინააღმდეგობა გაეწიათ საკამათო პროექტისთვის, რომელიც ტაქსიმის მოედანის ირგვლივ ტერიტორიის  განტვირთვას გულისხმობს და  ხეების ძირფესვიანად ამოთხრას ითვალისწინებს. 

 

პრემიერ–მინისტრ ერდოღანის ოპონენტები აცხადებენ, რომ პარკი ერთ–ერთი მწვანე ნაწილია იმ მცირე რაოდენობის გამწვანებისა, რაც ცენტარლურ სტამბოლში შემორჩა. 

 

ფოტო AFP
ფოტო AFP

 

ფოტო AFP
ფოტო AFP

 

ფოტო AFP
ფოტო AFP

მასალების გადაბეჭდვის წესი