ახალი ამბები

ეუთო–ში აშშ–ის ელჩის განცხადება კონფლიქტის ზონაში მავთულხლართების გავლებაზე

31 მაისი, 2013 • • 1089
ეუთო–ში აშშ–ის ელჩის განცხადება კონფლიქტის ზონაში მავთულხლართების გავლებაზე

“შეერთებული შტატები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველო–სამხრეთ ოსეთის ადმინსიტრაციული საზღვრის გასწვრივ მავთულხლართების გავლების განმეორებითი მცდელობის გამო საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, დიცსა და დვანში. მსგავსი ქმედებები არის საერთაშორისო პრაქტიკისა და სამართლის დარღვევა, ასევე, ეს ეწინააღმდეგება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას. ხიდების მშენებლობის ნაცვლად ისინი აგებენ ბარიერებს, რაც ნეგატიურად მოქმედებს ადგილობრივთა საცხოვებელ პირობებზე კონფლიქტის მიმდებარე ზონაში და ზიანს აყენებენ აღნიშნულ ზონაში მცხოვრებ ხალხებს შორის ნდობას”, – ნათქვამია იან კელის განცხადებაში.

 

იან კელის განცხადებით, აღნიშნული საკითხი უნდა გახდეს ივნისში ჟენევაში დაგეგმილი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდზე განხილვის საგანი.

 

“აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამ მხრივს მნიშვნელოვანია მთელი საქართველოს მასშტაბით თავისუფალი გადაადგილება და დაუბრკოლებელი შესვლა”, – აცხადებს იან კელი. 

 

რამდენიმე დღის წინ ოკუპანტებმა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მიმდებარ ეტერიტორიაზე, სოფელ დიცსა და დვანში ე.წ. საზღვარი რამდენიმე ასეული მეტრით გადმოწიეს და დაიწყეს მავთულხლართების დაგება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი