ახალი ამბები

ირაკლი ალასანია შვებულებაშია

31 მაისი, 2013 • 1206
ირაკლი ალასანია შვებულებაშია

“მინისტრი კუთვნილ ანაზღაურებად შვებულებაში გავიდა 27 მაისს. ჩვენთვის არ არის ცნობილი, სად იმყოფება ის ამ პერიოდში, თუმცა შვებულება გაგრძელდება 5 დღის მანძილზე და მომდევნო კვირაში ის ბრიუსელში დაგეგმილ მინისტერიალს აუცილებლად დაესწრება”, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.

 

როგორც “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი თამუნა გვარამაძე განმარტავს, არსებული შრომის კოდექსის თანახმად, მინისტრს ჰქონდა უფლება გასულიყო შვებულებაში, თუმცა ეს გადაწყვეტილება შეთანხმებული უნდა ყოფილიყო რანგით მასზე მაღალი თანამდებობის პირთან:

 

“შრომის კანონმდებლობიდან გამომდინარე ზოგადად წესი ასეთია, რომ 11 თვის შემდეგ წარმოეშვება მოსამსახურეს შვებულებაში გასვლის უფლება, თუმცა 11 თვემდეც შესაძლებელია შვებულებით სარგებლობა საჯარო სამსახურში, უბრალოდ აუცილებელია შეთანხმება მოხდეს ხელმძღვანელობასთან. ვინაიდან საქმე ეხება მინისტრს, ამ შემთხვევაში შეთანხმება შეიძლება მოხდეს რანგით მასზე უფროსთან, ეს იქნება პრემიერი, თუ პრეზიდენტი”, – აცხადებს თამუნა გვარამაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი