ახალი ამბები

ჭიათურის მაჟორიტარი: „ჯორჯიან მანგანეზმა” მოსახლეობას 1,5 მილიონი უნდა გადაუხადოს

31 მაისი, 2013 • • 1089
ჭიათურის მაჟორიტარი: „ჯორჯიან მანგანეზმა” მოსახლეობას 1,5 მილიონი უნდა გადაუხადოს

მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, 2007 წლიდან „ჯორჯიან მანგანეზმა“ „ჭიათურმანგანუმის“ მხოლოდ ქონება გადაიბარა და მილიონნახევარი ლარი, რაც კომპანიას დაზარალებულ მოსახლეობასთან გააჩნდა, დღემდე გადაუხდელია. წერეთელი დღევანდელ ხელისუფლებას მადლობას უხდის იმ დახმარებისთვის, რაც მის რაიონს აღმოუჩინეს:

 

“რეგრესის პენსიონერებს შეწყვეტული ჰქონდათ პენსია და ხელისუფლებამ ისევ დაუნიშნა. კარგი იქნება, იმ 350 ოჯახსაც, რომელსაც ოჯახის წევრები საწარმოში მუშაობის შედეგად დაეღუპა, აღუდგეს პენსია.”

 

მისივე თმით, რაიონში 25- საწოლიანი საავადმყოფოა, რომელიც წლების წინ აშენდა და ახლა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია:

 

„ჯორჯიან მანგანეზს” 15 000 ადამიანი ჰყავს დაზღვეული, რომლებსაც ჯანმრთელობის კუთხით დახმარების მიღება ზესტაფონის საავადმყოფოში უწევთ. საჩხერის საავადმყოფოსთან არც ერთი კომპანია არ აფორმებს სადაზღვეო ხელშეკრულებას, რადგან იქ არსებული მაღალი ტექნოლოგიების გამო ფასები ძვირია.”

 

მაჟორიტარის თქმით, რაიონში 560 მიწისძვრისგან დაზარალებული ოჯახია, ამათგან 220 უსახლკაროდაა დარჩენილი, 60 ოჯახი კი 1991 წელს გამოშვებულ ვაგონებში ცხოვრობს.

წერეთელი რაიონის ეკოლოგიურ, ასევე, გზისა და წყლის პრობლემაზეც საუბრობს:

 

„არც ერთ სოფელს არ აქვს წყალი და გზა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მრავალგზის მივმართეთ. გზის ტენდერი უკვე გამოცხადდა, მაგრამ მარტო ეს არ გვყოფნის. ჭიათურის არსებობა დამოკიდებულია საწარმოს ფუნქციონირებაზე.”

მასალების გადაბეჭდვის წესი