ახალი ამბები

“უსინათლოთა კავშირის” აქცია ზესტაფონში

31 მაისი, 2013 • 1500
“უსინათლოთა კავშირის” აქცია ზესტაფონში

ზესტაფონის გამგეობასთან გამართულ აქციაში ზესტაფონში მცხოვრები ბენეფიციარები მონაწილეობდნენ. აქციის ორგანიზატორის ნანა ბრეგვაძის თქმით, მანიფესტაციას ზესტაფონის გამგებელიც შეუერთდა.

 

ნანა ბრეგვაძის, უსინათლოთა კავშირის სოციალური სამსახურის მთავარი სპეციალისტის თქმით, აქციის მიზანი სახელმწიფოს წინაშე იმ პრობლემების წამოჭრაა, რაც სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებს, მათ შორის უსინათლოებს, აწუხებთ. მისივე ინფორმაციით, მუშავდება საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომელსაც წელიწადნახევარში პარლამენტში შეიტანენ.

 

საკანონმდებლო ცვლილებზე მუშაობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, “შეზღუდული შესაძლელობების მქონე პირები – ადამიანის უფლებათა დაცვის პროცესი”, ფარგლებში ხორციელდება. უსინათლოთა პრობლემების შესწავლას და კანონპროექტში ასახვას “საქართველოს უსინათლოთა კავშირი” უზრუნველყოფს.

 

საკანონმდებლო ცვლილებებზე უსინათლოთა კავშირის სოციალური სამსახური მუშაობს. ისინი ითვალისიწინებენ საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებულ პრაქტიკას. ბრეგვაძის თქმით, მათი დელეგაცია წავა პოლონეთში იქაური გამოცდილების გასაზიარებლად. ამის გარდა, ორგანიზაციაში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი (2 72 15 11), რომელზეც რეკავენ ბენეფიციარები და თავიანთ პრობლემებსა თუ წინადადებებს სთავაზობენ.

 

“გვინდა, რომ მათ შეეძლოთ თავიანთი შესაძლებლობების რეალიზება. არ იყო ისინი საზოგადოების ყურადღების მიღმა. მათ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, მიიღონ განათლება და დასაქმდნენ ღირსეულად,” – აცხადებს ნანა ბრეგვაძე.

 

აქციაზე მისული ადამიანები უმუშევრობას, განათლებაზე ხელმიუწვდომლობას და საზოგადოებისგან გარიყულობას აპროტესტებდნენ. მსგავსი აქციები საქართველოს სხვა ქალაქებსა და რეგიონებშიც ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი