დღეს, 1 ოქტომბერს, თბილისში, “აგროჰაბის” მიმდებარედ ქვეით ქალს ავტომობილი დაეჯახა. ქალი დაზიანებებით საავადმყოფოში არის გადაყვანილი – ამის შესახებ ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს.

“საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი ფეისბუკზე წერს, რომ ავტომობილი ქალს ზებრა გადასასვლელზე დაეჯახა. მოხდა თუ არა შეჯახება ზებრა გადასასვლელზე – ამის შესახებ შსს ინფორმაციას არ ავრცელებს.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *