ახალი ამბები

ელისაშვილის თქმით, საკრებულოს 2 ოქტომბერს დატოვებს

30 სექტემბერი, 2017 • 4349
ელისაშვილის თქმით, საკრებულოს 2 ოქტომბერს დატოვებს

თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ 29 სექტემბერს საკრებულოში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ იგი ტოვებს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, იგი 2 ოქტომბერს დაწერს განცხადებას საკრებულოს დატოვების შესახებ. მან თავის კოლეგებს მოუწოდა, რომ მათაც დატოვონ საკრებულო.

“რასაც ვუყურებდი, ეს იყო დარბევა, გაცილებით მნიშვნელოვანი იყო გუშინ დასამარება თვითმმართველობის იდეის, აბუჩად აგდება თვითმმართველობის, საკრებულოს და ქალაქის ბიძინა ივანიშვილის მიერ. ამაზრზენი იყო საკრებულოს თავმჯდომარის ქცევა, როდესაც გამოიძახა პოლიცია ხალხის გასაყრელად, იმის მაგივრად, რომ ნებისმიერისთვის ტრიბუნა დაეთმო. შესაბამისად, ვინც ვმუშაობთ საკრებულოში, ჩემი ჩათვლით, აღარ გვაქვს მორალური უფლება, რომ იქ ვიმუშაოთ. ერთი თვეა დარჩენილი, მაგრამ ეს არ დამიგეგმავს, მე არ განმიხორციელებია ეს ყველაფერი. პირდაპირ ვამბობ, მე ვტოვებ თბილისის საკრებულოს, ორშაბათს დავწერ განცხადებას და თბილისის საკრებულოს აპარატს ჩავაბარებ. მოვუწოდებ თითოეულ ჩემს კოლეგას, დავტოვოთ საკრებულო, გუშინდელის შემდეგ უფლება არ გვაქვს იმ დარბაზში შესვლის. ეს არის მორალური ნაბიჯი. როგორც კონსტიტუციის მიღების დროს დარჩა მარტო და მარტო ქართული ოცნების კონსტიტუცია გვექნება და არა საერთო- სახალხო კონსტიტუცია. ასე მარტო უნდა დარჩეს ქართული ოცნება. გუშინდელის შემდეგ, ცემა-ტყეპის შემდეგ არავის არ გვაქვს უფლება”, – განაცხადა ალეკო ელისაშვლმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი