“დღეს იპოთეკური სესხებია ყველაზე დიდი პრობლემა. სახლში ვერ შევდივარ, აუცილებლად რამდენიმე ადამიანი მხვდება, რომელსაც ხვალ ზეგ სახლი უნდა გაუყიდონ. ვერ ვნახეთ საშველი. გამოუვალი მდგომარეობაა. იმდენია და ისეთი თანხებია, ბანკებთან კიდევ შეიძლებოდა დარეგულირება. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან ვერაფრის გაკეთება ვერ მოხერხდა” –განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერის განცხადებით, მდგომარეობა კატასტროფულია:”ეს კატასტროფაა, ძალიან მძიმე შედეგებია და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ძალიან დაზარალებულია იპოთეკური სესხებით. ხალხს განათლება არ ყოფნიდა, გაგება არ ყოფნიდა. იმ სესხს ხელს აწერდა და პირობები არ იცოდა. 7–8 პროცენტს იხდიდნენ თვეში.”
ბიძინა ივანიშვილმა საბანკო ბაზარზე შექმნილი მდგომარეობაც შეაფასა და ეროვნული ბანკის როლზეც ისაუბრა:
“ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა იქნებ მაქსიმალურად სახელმწიფოებრივად იაზროვნოს და ეროვნულ ბანკს მისცეს ეროვნული დანიშნულება. ნუ ჩაერთვება პოლიტიკურ კონიუნქტურაში და ნუ იქნება მოთამაშე პოლიტიკური. ნუ გააკეთებს პოლიტიკურ განცხადებას. შეხედოს ქვეყნის ეკონომიკას და ისე განახორციელოს საკუთარი სტრუქტურის მართვა. აი ამას მოვუწოდებ” –განაცხადა ივანიშვილმა.